ივანიშვილი თებერვალში-მარტში, მაქსიმუმ აპრილში “რუსთავი 2”-ის დახურვას აპირებს – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის მაუწყებლობის შეწყვეტის საფრთხე არსებობს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიის დახურვას უახლოეს თვეებში გეგმავს.

“ივანიშვილის გეგმა არის ძალიან მარტივი: მთავარი სამიზნე არის “რუსთავი 2”, რომლის დახურვასაც ის აპირებს სადღაც თებერვალში-მარტში, მაქსიმუმ აპრილში. თვლის, რომ “რუსთავი 2”-მა კინაღამ “ააყირავა” ის და აგრძელებს მის აყირავებას. იმისათვის, რომ მან რუსთავი 2 დახუროს, უნდა უზრუნველყოს, რომ  ყველა შესაძლო წინააღმდეგობრივი მოძრაობა იქნეს განეიტრალებული”, – თქვა სააკაშვილმა.
infonevs.ge