სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ უკრაინელებს ვერ დავარქმევდი „ბოევიკებს“, თუმცა ყველა სპეციფიური გამოცდილების მქონე ხალხი იყო, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატ ნუკრი ქანთარიას, რომელმაც მინისტრს კითხვა დაუსვა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს ორ სასტუმროში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, როდესაც შვიდი ადამიანი დააკავეს.
შს მინისტრის თქმით, სამართალდამცველებმა მსგავსი პროფილის მქონე 14 ადამიანის შემოსვლა აღკვეთეს.
„ვერ დავარქმევდი „ბოევიკებს“, ხმამაღალი დასახელებაა, თუმცა საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელი, უფრო სწორად, ყველა ძალზე სპეციფიური გამოცდილების მქონე ხალხი იყო. დღეს შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ სამართალდამცავთა ორგანოებმა, მათ შორის შსს-მ, აღკვეთა დამატებით 14 მსგავსი პროფილის ადამიანის შემოსვლა საქართველოში. მოგეხსნებათ, რომ გარკვეული საუბრები იყო, მათ შორის ინტერნეტმედიაში, ეს იყო უბრალოდ პრევენციის სახით იძულებული მოქმედება, რომ მსგავსი პროფილის ქვეყნისთვის იმ მომენტში არასასურველი სპეციფიური გამოცდილებისა და ცოდნების ადამიანები იყვნენ, იძულებულები გავხდით, ისინი ქვეყანაში არ შემოგვეშვა და ასეთი 14 პიროვნება იყო იდენტიფიცირებული. მცდელობები იყო შემდგომ იგივე პირების საზღვრებიდან შემოსვლა, თუმცა ჯერ ვართ იქ, სადაც ვართ და ამაზე მეტი საუბარი ამ ტრიბუნიდან უბრალოდ ზედმეტია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
1tv.ge
Toggle navigation
LIVE
FB LIVE
გიორგი გახარია – საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წერილების გზავნა ჩვენც კარგად ვიცით, რომელიც დაადასტურებს, თუ ვინ, სად და რატომ ჩაიდინა
16:58, 21.12.2018
ახალქალაქის ინციდენტზე, რომელიც მართლაც მძიმე ინციდენტი იყო, სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია ხუთ ადამიანზე და ეს პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საარჩევნო პერიოდში ინციდენტებთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის დევნა 26 პირზე და ამ ხალხის დიდი ნაწილი არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი.
„ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ მესმის ყველაფერი, როდესაც ვსაუბრობთ საარჩევნო პერიოდში ინციდენტების შესახებ, მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების კომპეტენცია. სრულად ვაგებ პასუხს იმ ნაწილზე, რომელიც შსს-ს კომპეტენციას შეეხება და შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ძალადობრივი დანაშაულები და ქმედებები, რომელიც იყო არჩევნების პერიოდში, შსს-მ დაიწყო გამოძიება. დაწყებულია სისხლის სამართლის დევნა 26 პირზე და სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ამ ხალხის არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი. რეალურად როდესაც ვსაუბრობთ რაღაც შერჩევითობაზე, მე ახლა ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო კონტექსტზე, ძალადობრივ დანაშაულზე, ამას უბრალოდ საფუძველი არ აქვს. ან უნდა გვითხრათ კონკრეტული შემთხვევები და მიგვითითოთ, შეიძლება რაღაცა გამოგვეპარა და აქაც ვერ ვხედავთ ჩვენ რაღაც დიდ პრობლემას. მიგვიღია ეს კრიტიკა ერთხელ და ორჯერ, კიდევ ერთხელ მივიღებთ, წავალთ, გადავამოწმებთ, ოღონდ ისე არა, რომ თურმე ეს ყოფილა ერთ წლის უკან ჩაწერილი საუბარი ორ პერსონას შორის და ეს განსჯის საგანი ვერ გახდება”, – განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება ახალქალაქის ინციდენტს, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალქალაქის ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია ხუთ ადამიანზე და ეს პროცესი გრძელდება.
„მესმის ოპოზიციის პოზიცია, თუმცა ჩვენც კარგად გვესმის როდის, სად, საერთაშორისო დონეზე რა სახის განხილვები დაიწყება ჩვენი არჩევნების საბოლოო შეფასებების კენჭისყრამდე. გარწმუნებთ, რომ ამ პერიოდამდე ყველა საქმე, რომლის დასრულებაც შესაძლებელია, შესაძლებელი იქნება და წერილების გზავნა ჩვენც კარგად ვიცით. ჩვენც კარგად გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში იმ წერილებს, რომელიც დაადასტურებს, თუ სად, როგორ და რატომ, ვინ რა ჩაიდინა, ვინ იყო დასჯილი, ვინ არ იყო დასჯილი, რომელი საქმე დასრულდა. თუ კიდევ რაიმე დეზინფორმაცია ექნება ამ ხალხს, ვეცდებით, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ რეალობას შეესაბამება. ახალქალაქის საქმეში იყო შეკითხვა, რომ ეს ქმედება იყო პროვოცირებული, დიახ, იქ იყო პროვოცირების კომპონენტი, თუმცა ის ორი ადამიანი არის ადმინისტრაციული წესით მსჯავრდებული და ეს საქმე სულ მალე დასრულდება”, – განაცხადა გახარიამ.
1tv.ge
გიორგი გახარია ოპოზიციას – თქვენ ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ხორავას ქუჩის საქმე დასრულდეს.
ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ბატონ ზაზა სარალიძეს მოუწია კარავში ყოფნა, სამწუხარო ის არის, რომ თქვენ იყენებთ ამას პოლიტიკურად, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ ირაკლი აბესაძის კითხვას.
აბესაძის კითხვას, ეთანხმება თუ არა გახარია ბიძინა ივანიშვილს, რომ ზაზა სარალიძის ქმედებები იყო პოლიტიკურად მოტივირებული, შს მინისტრმა “გამჭრიახი და ჩამჭრელი კითხვა” უწოდა.
„რეალურად, ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ბატონ სარალიძეს მოუწია კარავში ყოფნა, სამწუხარო ის არის, რომ თქვენ იყენებთ ამას პოლიტიკურად და პოლიტიკურად მოტივირებული თქვენ ხართ. ახლა ამოატრიალეთ ეს ყველაფერი დაზუსტების დროსაც, როგორც გინდათ. ფაქტი შემდეგშია, როგორც წინაზე გითხრათ, თემა იმაში კი არ არის, რომ ადამიანი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია, მიმართოს უკიდურეს ფორმებს, თქვენ, როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე, იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად, მოქალაქის სტატუსიდან გამომდინარე, მას უბრალოდ გვერდით დაუდგეთ, თქვენ ამისგან აკეთებთ სპექტაკლს“, – მიმართა ოპოზიციას გახარიამ.
მისი თქმით, სწორედ ისინი იყენებენ ამას პოლიტიკურად.
„თქვენ იყენებთ ამას პოლიტიკურად და არავინ სხვა. არავინ და არც ერთ შემთხვევაში, თქვენ ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ეს საქმე დასრულდეს, უბრალოდ ვერ იქნებით და ეს თუ არ გესმით, საერთოდ აზრი არ აქვს ამ საუბარს, თქვენ თუ ვერ ხვდებით რას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ საგამოძიებო კომისია ეს იყო უბრალოდ ტრაგედია, არამარტო ერთი ადამიანის და არამარტო იმ ხალხის, რომლებიც ამ კომისაზე ისხდნენ, არამედ თქვენი. ამის შემდეგ ეს პასუხისმგებლობა როგორი იქნება საერთო ჩვენი ყველას, ნახავთ. მე გპირდებით ამას პირადად“, – განაცხადა გახარიამ.
1tv.ge
Toggle navigation
LIVE
FB LIVE
გიორგი გახარია – საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციამ აირჩია სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი და ჩათვალა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მოსაწონი
17:28, 21.12.2018
ჩვენ მაქისმალურად დეტალურად ვსწავლობთ და ვაგრძელებთ იმ კომპონენტის გამოყოფას, რომელსაც ჰქვია კალანდიას ფუნქცია და ეს გამოძიება გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„რაც შეეხება კალანდიას ნაწილს, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ყველაზე მარტივი შედეგი ჩვენთვის იქნებოდა, თქვენსავით გვეთქვა, რომ არსებობს ყველანაირი საფუძველი მ.კ-ზედევნის დაწყების, მაშინ, როდესაც შესაბამისი სტანდარტი არ არსებობს. თქვენ აირჩიეთ სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი და ჩათვალეთ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მოსაწონი და პოლიტიკურად ხმამაღალი განცხადება, რაც გააკეთეთ, ეს თქვენი ნება იყო”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ოპოზიციამ მოახდინა იმ ინსტიტუტს დისკრედიტაცია, რომელსაც ჰქვია საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.
„ჩვენ მაქისმალურად დეტალურად ვსწავლობთ და ვაგრძელებთ იმ კომპონენტის გამოყოფას, რომელსაც ჰქვია კალანდიას ფუნქცია და ეს გამოძიება გრძელდება. ერთი რამე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საქმის ფარგლებში მას შემდეგ, რაც გამოიყო ცალკე საქმე, რამოდენიმე ადამიანია დაკავებული და აქ ჩვენ გარკვეულ პერსპექტივებს ვხედავთ. ამაზე მეტი საუბარი აქ არც საჭიროა და უბრალოდ უპასუხისმგებლო იქნება. პოლიტიკური სპეკულირებას მე ადამიანების ბრალეულობით, მათ დაკავებით და მით უმეტეს იმ ტრაგიკული შედეგებით, რაც იყო, არ ვაპირებ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
1tv.ge