ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებელმავლადიმირ ხუბაევმა ოსურ სააგენტო «რესს» ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც «რესპუბლიკის» წინაშე მდგომ გამოწვევებზე, მათ შორის ტერორიზმის, ოფიციალური თბილისის «რბილი ძალის» პოლიტიკისა და კიბერაქტივობის საფრთხეებზე, ასევე ქართული ოპოზიციისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის «ძირგამომთხრელ საქმიანობაზე» საუბრობს. «აქცენტი» ამ ინტერვიუდან ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ:
«ამჟამად სამხრეთ ოსეთში საზოგადოებრივ–პოლიტიკური ვითარება მთლიანობაში სტაბილურია. სამხრეთ ოსეთი საიმედოდ არის დაცული საქართველოს მხრიდან თავდასხმებისგან. […] ნაბიჯ–ნაბიჯ ვითარდება რუსეთთან ინტეგრაციის პროცესი. სულ უფრო იზრდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სუვერენიტეტის ამღიარებელი ქვეყნების რაოდენობა. თუმცა ძალაში რჩება რიგი გამოწვევები.მათგან უმთავრესი საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკაა, რომელიცსამხრეთ ოსეთის ტეიტორიაზე კონტროლის აღდგენასა დასაერთაშორისო არენაზე ჩვენი რესპუბლიკის პოზიციების გამყარების არდაშვებას ისახავს მიზნად.
ამასთან, თუ ადრე ოფიციალურითბილისი ე.წ. „სახელმწიფო ტერორიზმის“ პოლიტიკას და სამხრეთ ოსეთის სამხედრო აგრესიის გზით დაპყრობის გზასმიმართავდა, ახლა აქცენტი „რბილ ძალაზე“, ანუ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობაში საქართველოსთან ნებაყოფლობითი ინტეგრაციისკენ სწრაფვის ფორმირებაზეა გადატანილი.
კერძოდ, 2011 წელს რეალიზებულ ე.წ. „ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგიას“, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობაში საქართველოსთან ინტეგრაციის სწარფვის ფორმირებაზე იყო მიმართული, მიმდინარე წლის დასაწყისში ოფიციალური თბილისის მიერ შემუშავებული კონცეფცია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. სამშვიდობო ინიციატივა. გამყოფ ხაზებზე ვაჭრობის ხელშეწყობა“ დაემატა. მის ფარგლებში დაგეგმილია ჩვენი მოსახლეობის ჩაბმა ქართულ ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ სივრცეში, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მაცხოვრებელთა საყოფაცხოვრებო საჭიროებების საქართველოში დაკმაყოფილების სისტემის ჩამოყალიბება, მათ შორის საბანკო კრედიტებით, უფასო სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლებით უზრუნველყოფა.
ჩვენი აზრით, საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის არაღიარებისა და ოფიციალური თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ ძალის არგამოყენების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერაზე უარის თქმის პირობებში ხსენებული კონცეფციის რეალიზება ქართული მხარის მიერ „რბილი ძალის“ სტრატეგიის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაზეა მიმართული.
და აქ აუცილებელია, აღინიშნოს, რომ მთელი რიგი ნაბიჯებისა, რომელიც „რბილი ძალის“ პოლიტიკის ფარგლებში იდგმება, მათ შორის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მოსახლეობის ორმხრივი კონტაქტების გაფართოება, ასევებიზნეს–სფეროში თანამშრომლობის სტიმულირება, არ არის კანონსაწინააღმდეგო, რაც ჩვენი რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების მიერ მათ ნეიტრალიზებას ართულებს, თუკი გვერდში მოსახლეობის პატრიოტულად განწყობილი ნაწილი არ ამოგვიდგება.
ვთვლით, რომ შექმნილ პირობებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების ორგანოების როლი „რბილი ძალის“ პოლიტიკის ნეიტრალიზებაში აღნიშნული სტრატეგიის მთავარი კოორდინატორის – ქართული სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობის მხილებაში მდგომარეობს.
[…] სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ასევე მთელს კავკასიაში ოპერატიულ ვითარებაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც რეგიონში არსებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური სიტუაციის დესტაბლიზაციას ცდილობენ. მათი ინტერესების გამტარებლები არიან უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც თბილისიდან, ლონდონიდან, ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან ფინანსდებიან.პარალელურად ქართული მხარე აგრძელებს სამხრეთ ოსეთ–საქართველოს საზღვრის მოშლისა და საზღვრისპირა ზონაში დაძაბულობის შენარჩუნების პოლიტიკას. ამასთან, ოფიციალური თბილისი არა მარტო თავს არიდებს სახელმწიფო საზღვრის ორმხრივ დემარკაციას, არამედ სისტემატიურად ახდენს საზღვრისპირა ინციდენტების პროვოცირებას, უსაფუძვლოდ უყენებს სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას „საზღვრისპირა დასახლებული პუნქტების მაცხოვრებელთა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის“ ბრალდებას.
აღნიშნულ პროცესში ჩაბმულია ქართული საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების რესურსები. საქართველოს საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებით დაკომპლექტებული ქართული ოპოზიცია ქვეყნის ხელისუფლების „ოკუპანტებისადმი არასაკმარის სიხისტეში“ დასადანაშაულებლად აქტიურად ცდილობდა სამხრეთ ოსეთ–საქართველოს საზღვარზე კონფლიქტის პროვოცირებას. ასე, მაგალითად, დავით ქაცარავასხელმძღვანელობით მოქმედი ე.წ. „ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშია“ რეგულარულად ატარებდა პროვოკაციულ საპროტესტო აქციებს საზღვრისპირა ზონაში, შეურაცხყოფას აყენებდა ოსი და რუსი მესაზღვრეების პატრულს, დემონსტრაციულად ცდილობდაზნაურის რაიონში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიის სიღრმეში შეღწევას.
სამხრეთ ოსეთისთვის ზიანის მისაყენებლად ქართული მხარე აგრძელებს კიბერ–სივრცის აქტიურ გამოყენებასაც. ასე, მაგალითად, ლაშა ბერულავას ხელმძღვანელობით მოქმედი სოციალური ჯგუფი „ძალა ერთობაშია – ოკუპაცია“ დაკვირვების ტექნიკური საშუალებების გამოყენებით საქართველოს ტერიტორიიდან მუდმივად არის დაკავებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის სასაზღვრო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისა და ნაკვეთების ფოტოფიქსაციით. გადაღებული ფოტო–მასალები შემდგომში შეურაცხმყოფელი და მუქარისშემცველი წარწერებით ინტერნეტის ქართულ სეგმენტში ვრცელდება.
[…] სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები ჩამოთვლილ გამოწვევებთან გასამკლავებლად თანმიმდევრულ მუშაობას ატარებენ. ასე, მაგალითად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილია რესპუბლიკის 11 მაცხოვრებელი, რომელიც ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. ჩვენი კომიტეტის მიერ ორგანიზებულია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში შემომავალი ყველა უცხოელისა და იმ პირთა შემოწმების პროცესი, რომელთაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღება სურთ.რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი კომიტეტი ასევე ატარებს სისტემურ მუშაობას იარაღის, ასაფეთქებელი საშუალებებისა და საბრძოლო მარაგის უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად. მხოლოდ წელს ამოღებულია 35 ერთეული იარაღი, მათ შორის – ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, ავტომატები, საბრძოლო შაშხანები და კარაბინები, ასევე საბრძოლო მასალებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამასთანავე, იარაღის უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა გართულებულია იმით, რომ მისი დიდი მარაგი მოსახლეობის ხელშია, რომელიც საქართველოს მხრიდან სამხედრო აგრესიის განმეორების შიშით მის ჩაბარებას არ აპირებს.
[…] 2018 წლის განმავლობაში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიებების შედეგად დაკავებულიასახელმწიფო საზღვრის 543 დამრღვევი, ასევე 292 პირი, რომელიც სასაზღვრო ზონაში სავალდებულო საბუთების გარეშე იმყოფებოდა. მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ქმედებების გამოყენების შედეგადრესპუბლიკურ ბიუჯეტში 1 004 000 რუბლი შევიდა. მოქმედი კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის გამო 10 პირს ოფიციალური გაფრთხილება მიეცა. […] ამჟამად ჩვენი რესპუბლიკა არ წარმოადგენს იმგვარი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების სამიზნე პუნქტს, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ–ქაედა“. ბოლო ტერაქტები, რომელიც თბილისი მიერ „სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკის“ ფარგლებში იყო ორგანიზებული, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში 2008 წელს დაფიქსირდა. […] საქართველოს ტერიტორია, მათ შორის ის მონაკვეთები, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშუალო სიახლოვესაა განლაგებული, ჩვენს მიერ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების «ბოევიკების» ტრანზიტის პოტენციურ მარშრუტებად განიხილება. კომიტეტს შემუშავებული აქვს ღონისძიებათა სისტემა სამხრეთ ოსეთში ტერორისტეების მოხვედრის აღსაკვეთად».accent.com