ვინ დგას ბიტკოინის მაქინაციების უკან

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება აპირებს გაარკვიოს, თუ ვინ მანიპულირებს ბიტკოინის კურსით.

ევროპის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა ბიტკოინის და სხვა კროპტოვალუტის უკანონო მანიპულირების შესახებ

გამოძიება, რომელიც ჩაატარა აშს-ს იუსტიციის დეპარტამენტმა, მიზნად ისახავს ყველა ფარული გარემოებების და პრაქტიკის გამოვლენას, რაც ხელოვნურად მოქმედებს ვალუტის კურსზე და ბირჟების მიერ წარმოებულ ყიდვა გაყიდვაზე.

აშს-ს ხელისუფლება სერიოზულად შეშფოთებულია კრიპტო-სავალუტის სფეროში საერთაშორისო სამართლის არარსებობის და საფონდო ბირჟების მიერ უსამართლოდ ჩატარებული ტრანზაქციების გამო.

კომენტარები ფეისბუქიდან