“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია
შს მინისტრ გიორგი გახარიას “პოლიტიკურ ცეკვებთან” დაკავშირებულ განცხადებას ცინიკურს უწოდებს.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო თქვენ ერთგვარ ცინიკურ მითითებას პოლიტიკურ ცეკვებთან დაკავშირებით. ძალიან გთხოვთ,პატივისცემით მოეპყროთ პარლამენტს და მის წევრებს და მითითებებს ნუ გაგვიკეთებთ, რა ფორმით და რა ტონით ავირჩევთ თქვენთან დისკუსიას. პარლამენტში იმყოფებით და ესარის ჩვენი თავისუფლება. მერე საზოგადოებამ შეაფასოს რა არის ცეკვა, რა არის თამაში, რა არის უტიფრობა, რა არის ცინიზმი“, -მიმართა ხოშტარიამ გახარიას.
პარლამენტში გამოსვლისას შს მინისტრმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მწვავე დისკუსიისთვის იმყოფება და არა კამერების წინ პოლიტიკური ცეკვებისთვის.
alia.ge