„-გრიპის ვირუსების გავრცელება უკვე გაზრდილია და ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს, თავის დროზე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარების რეკომენდაციას ვაძლევდით. ახლა კი ჩვენი რეკომენდაციია, რომ ხელები ხშირად დაიბანონ, ვირუსის მქონე პირები დარჩნენ სახლში, არ წავიდნენ სამსახურსა და სკოლაში, რადგან ვირუსებს მსუბუქი ფორმით დაავადებული პირები ავრცელებენ. ვირუსი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და ყველა ასაკის პირებშია გავრცელებული“- აცხადებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე
h1n1-ის სიმპტომებია : თავის ტკივილი, კანკალი, სხეულში მტვრევა, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, დიარია, ღებინება. დაავადების გართულების შემთხვევაში ვითარდება პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა, რაც მთავრდება სიკვდილით.
ღორის გრიპი სხვა ქრონიკული დაავადებების მაპროვოცირებელიც არის.
ამ დროისთვის ღორის გრიპის შემთხვევები საქართველოს ყველა რეგიონში აღინიშნება.
აუცილებელია ხშირად დაიბანოთ ხელები, დახურულ, ხალხმრავალ ადგილებში გაიკეთოთ პირბადე და მსგავსი სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართოთ ექიმს.
intermedia.ge