ივანიშვილი ან საერთოდ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, ან დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ 2019 წელს ივანიშვილს ერთადერთი შანსი აქვს სერიოზული რეფორმა გაატაროს – ინსტიტუციური წესრიგი აღადგინოს პრემიერის პოსტზე დაბრუნებით.

“თუ ინსტიტუცია და ძალის ცენტრი გადაწყვტილებებში ვერ არის ეფექტური, ანუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ბუნდოვანია, შესაბამისად, ქვეყანა არ იმართება და სისტემა განიცდის დეგრადაციას.

“ეს არის მოცემულობა და სისტემური ამოცანაა ინსტიტუციისა და ძალის ცენტრის თანხვედრაში მოყვანა. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი ან საერთოდ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, რაც ჩემი აზრით დამაზიანებულია, რადგან მისი პოლიტიკიდან გამიჯვნა გამოიწვევს მყიფე სისტემის ჩამოშლას, რაც სახიფათოა.

“ან, კი არ წვიდეს, პირიქით ინსტიტუციურად მოხდეს მისი დაბრუნება პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ამით არის შანსი სახელმწიფო გამოწვევებს უპასუხოს.

“თუ ივანიშვილი აპირებს ისევ პულტით, დისტანციურად თემების გადაწყვეტას და მართვას, ეს უპერსპექტივოა და ილუზიაა. მისთვისაც ცუდია, რადგან ისევ მოხდება აპელირება ჩრდილოვან მმართველობაზე.

“მე ლიდერობაში ვგულისხმობ ადამიანს, რომელსაც შეუძლია პრობლემების გადაწყვეტა, თუ ეს თვისება არ აქვს და მე ფოკუსებს ჩავატარებ შორიდანო, ეს მისი ლიდერობის უპერსპეტივობას ადასტურებს”- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
infonevs.ge ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შემთხვევაში გადარჩება“_ გია ხუხაშვილი

2018 დეკ 26 17:45:17

👤ეკა ზარნაძე

2018 წლის მთავარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით „გურია ნიუსს“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

_ ბატონო გია, 2018 წელი „ქართულ ოცნებასა“და საზოგადოებას შორის ხაზგამყოფიაღმოჩნდა. საპრეზიდენტო არჩევნებში საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ კიდევერთხელ  დაუმტკიცა, რომ მმართველ პარტიას ხალხთან დაპირისპირება ძვირიუჯდება. როგორ შეაფასებდით 2018  წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს და რა ტენდენციებს გამოყოფდით ? 

_ 2018 წლის საარჩევნო ციკლმა აშკარა გახადა, რომ საქართველომ დემოკრატიის თვალსაზრისით უკან დაიხია. გარდა ამისა, გაზრდილია კორუფციული და სოციალური რისკები,  გამოიკვეთა მმართველობითი სისტემის სერიოზული კრიზისი. ამ პროცესების შეცვლის მცირე იმედები გაჩნდა, რაც  პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის რეინტეგრაციას უკავშირდება. ქვეყანაში არსებული პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ინსტიტუციური და მართვის ცენტრები ერთმანეთთან აცდენილია. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით კი გაჩნდა განცდა, რომ  ეს ორი ელემენტი ერთმანეთთან თანხვედრაში მოვიდოდა. პარტიული დისციპლინის დამყარების კუთხით პირველი ნაბიჯი  გადაიდგა, თუმცა სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტის მხრივ, ჯერჯერობით, კარგს ვერაფერს  ვხედავთ. საბოლოო ჯამში, 2018 წელს განვითარებული მოვლენების ბალანსი უარყოფითია და ძალიან ახლოსა იმ წითელ ხაზთან, რომლის გადაკვეთა მმართველ პარტიას ძვირი დაუჯდება.

_“ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა ექვს წელიწადში ვერაფერი გააკეთა და ერთ წელში შეძლებს ქვეყანაში არსებული პრობლემების გამოსწორებასო?! როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება-დემოკრატიულისაქართველოს“ თავმჯდომარის მიერწინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულების პერსპექტივა ამჟამად ჩანს?

_ ერთ წელიწადში ყველა პრობლემა ვერ გამოსწორდება. ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირების შემდეგ, ქვეყანაში კარგს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ხელისუფლების წარმომადგენლები ახალ-ახალ სიურპრიზებს გვთავაზობენ.  სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით სკანდალურია. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თამაშიდან გაყვანის მიზნით, ქვეყანაში შეუქცევადი პროცესები დაიწყება.

_ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ხელისუფლებასაზოგადოებასთან გარკვეულ კომპრომისზეწავიდა, მათ შორის,  პარლამენტიდანმარიხუანის კულტივაციის შესახებკანონპროექტი გაიწვია და ყოფილ მთავარპროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა. წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია და როგორ ფიქრობთ, „ქართულიოცნება“ საზოგადოებისთვის მიუღებელ არჩევანს  კიდევ ერთხელ გააკეთებს და „მიხეილ სააკაშვილის ეპოქის“მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ განამწესებს?

_ჩვენ არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვაზე, „ქართული ოცნება“ მძევალია ამ მანკიერების და მასთან გარიგებაშია, თუ კიდევ აქვს სისტემის  გაჯანსაღებისკენ წასვლის პოტენციალი?! ამ ხელისუფლებას საზოგადოებამ, უარესის მოსვლის შიშით, ბევრი რამ აპატია. ჯერჯერობით,  მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მორალური უპირატესობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით თითქმის დაკარგა, საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ მას კიდევ აქვს პროცესების გამოსწორების შესაძლებლობა. თუ „ქართული ოცნება“ ამ უბედურებაზე ხელს მოაწერს, მას ქვეყნის ისტორიაში სათანადო ადგილს მივუჩენთ.

_ შვილმოკლული მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალს ერთი წელია ეძებენ. ამასთან, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეც  ჯერ კიდევ გამოუძიებელია.  აღნიშნულ საქმეებთანდაკავშირებით  სამართლიანობის აღდგენისმოლოდინი გაქვთ?

_ ხელისუფლებას ამ საქმეების გამოძიება აღარ შეუძლია, რადგან თავად არის ამ სისტემის მძევალი. სარალიძის საქმეში იმდენი ხარვეზი იყო, რომ  სისტემურ პრობლემებთან გვაქვს საქმე, იგივე შეიძლება ითქვას მაჩალიკაშვილთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება პირველი პრეზიდენტის საქმეს, ეს ყოველთვის იყო პოლიტიკური იწილო-ბიწილოს თემა. ზვიად გამსახურდიას საქმე სპეკულაციად აციეს. სამწუხაროდ, ხუთი წელიც გავა ან საერთოდ დაივიწყებენ ამ საქმეს, ან საარჩევნო დივიდენდის მისაღებად, კიდევ ხუთი წლით გააგრძელებენ გამოძიებას. ის, რომ ზვიად  გამსახურდიას ან ზურაბ ჟვანიას საქმე გამოძიებული იქნება, მხოლოდ ილუზიაა.

_ მიხეილ სააკაშვილი გაზაფხულზე ემიგრანტებთან ერთად საქართველოში დაბრუნებას აანონსებს. ყოფილიპრეზიდენტი არ მალავს, რომ „ქართულიოცნების“ ხელისუფლების შეცვლარევოლუციის გზით სურს.  სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელება რამდენად რეალურია?

_თუ „ქართულმა ოცნებამ“  ქვეყნის განვითარება ასეთი ტემპით გააგრძელა, რა თქმა უნდა, სერიოზული სახელმწიფოებრივი კრიზისი ჩამოყალიბდება. პრობლემები, რომლებზეც ვსაუბრობ, დეგრადაციის ინდიკატორებია, რაც უსასრულოდ არ გაგრძელდება. „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციური სცენარის ლიდერად ნაკლებად წარმომიდგენია.  არადამაჯერებელია, ქურდმა მუდმივად ხელი მეორე ქურდისკენ იშვიროს. ამ ბრძოლის ლიდერი ეს მოძრაობა ვერ გახდება.

_ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი წლის შემდეგ, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკონომიკურ გუნდთან ერთად გადადგეს. როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტზე დაბრუნებას აპირებს?

_ ბიძინა ივანიშვილი რას აპირებს, არ ვიცი და ამაზე ფიქრს არ დავიწყებ. „ქართულ ოცნებას“ თუ უნდა გადარჩენის შანსი გაუჩნდეს და სახელმწიფოებრივადაც წინ წაიწიოს, ინსტიტუციური ძალის ცენტრები თანხვედრაში უნდა მოიყვანოს, ამის ერთადერთი საშუალება კი ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებაა. თუ ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ თავადაც იზარალებს, „ქართული ოცნება“ პერსპექტივას დაკარგავს და ქვეყანაც არ აღმოჩნდება კარგ მდგომარეობაში. ფაქტობრივად, სტაგნაციის პროცესი კიდევ უფრო გახანგრძლივდება.
gurianevs.ge