“მერე რა, რომ თამარ ჟვანია ისევ ცესკოს პირველი პირია?
მერე რა, რომ ივანიშვილი არ იცვლება?
ასფალტზე ხოხიალი არც გაიფიქროთ. აგერ 2020-ში ძალიან მშვიდად და დინჯად დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში დაამარცხებენ ივანიშვილ და მის ქოც ხელისუფლებას.
არ გჯერათ? თუ არ გჯერათ, კითხეთ დავით ბაქრაძეს.
უფრო სერიოზულად კი მიშა სააკაშვილს ნობელის პრემია ეკუთვნის იმისათვის, რომ ამდენ ვირთხებთან მაინც ამდენის გაკეთება შესძლო.
ისე კი მიშა სულ ტყუილად ეფერება და აქებს ზოგიერთ გამიჯნულს. ეს წამგებიანია და მიჩვევა იცის. ისინი ამას არ იმსახურებენ. ეს ის ხალხია ,რომლებსაც მხოლოდ გამარჯვებულებთან შეუძლიათ გვერდით ყოფნა.
რომელი 2020-ის არჩევნები? როცა ერთიდაიგივე მეთოდით რამდნჯერმე დაგამარხცებენ, ეს ძალიან ცუდ რამეზე მიუთითებს.
კვლავ გამყალბებელ ჟვანიაზე არჩევანის გაკეთებით ივანიშვილმა გვითხრა, რომ მას ნაკლებად აინტერესებს ოპოზიცია და მისი მხარდამჭერების მოსაზრება. გააკეთებს იმას , რაც მოესურვება. არ “გავაპრავებთ“ თუ რა”?-წერს ფეისბუკ მომხმარებელი გოგი ჩიკავა, რომელიც აღნიშნული პოსტით ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ისევ თამარ ჟვანიას არჩევას ეხმაურება.
ავტორი: გურიის მოამბე