50 წლის წინ ერთ პატარა ჰოლანდიურ ოჯახში… სანდრა რულოვსი იუბილარია
23 დეკემბერს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იუბილარია. რულოვსი 50 წლის გახდა.
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი საკუთარ იუბილეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. რულოვსმა ფეისბუქზე ბავშვობის ფოტო ატვირთა.
“50 წლის წინ ერთ პატარა ჰოლანდიურ ოჯახში“, – წერს რულოვსი.
საქართველოს ყოფილ პირველ ლედის ერთგული მხარდამჭერები 50 წლის იუბილეს ულოცავენ და საქართველოს სიყვარულისთვის მადლობას უხდიან.
“გილოცავთ ჩვენო ღირსეულო პირველო ლედი, მალე ჩვენ საამაყო პრეზიდენტთან ერთად გეზეიმოთ საქართველოში, გვიყვარხართ საქართველოს მადლიერ ერს მადლობა და ბოდიში ყველას მაგივრად“…
“მადლობა სანდრა საქართველოს სიყვარულისთვის! მადლობა სიკეთისთვის, რაც ქართველი ხალხისთვის დღემდე გიკეთებიათ! მადლობა ბრძოლისთვის! ბევრი ცუდის და დაუმსახურებელი შეურაცხყოფის ატანისთვის! ქართველი ერი ვალშია თქვენთან! თქვენ მხოლოდ პატივისცემას იმსახურებთ ჩვენგან! გვიყვარხარ და გვეამაყები ჩვენო პირველო ქალბატონო“!
“გილოცავთ სანდრა. როგორც უბრალოდ ლამაზ ქალს, მეუღლეს და დედას (ყოველგვარი რეგალიების და ტიტულების გარეშე). ჯანმრთელობას გისურვებთ. ღიმილი გიხდებათ ძალიან და იღიმილეთ მრავალი წელი. წარმატებები და იღბალი ნუ გამოგლეოდეთ მთელი ცხოვრება. კარგი ხარ სანდრა“.
2020news.ge