Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, საქართველოს ექს-პრემიერის და მმართველი პარტიის ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ დღეში – 22 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე პერიოდში $600 მილიონით შემცირდა.
ამჟამად გამოცემას სიაში ერთადერთი ქართველის ქონება 4.97 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული, რაც 10.8%-ით ნაკლებია ორი დღის წინანდელ მაჩვენებელზე.
ჯამში, წლის დასაწყისიდან ივანიშვილის ქონება 825 მილიონი დოლარით ანუ 14.2%-ით შემცირდა.
ინდექსის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად არის შემცირებული.
რამ გამოიწვია ერთ დღეში ივანისვილის ქონების მსგავსი ვარდნა, გამოცემას დაკონკრეტებული არ აქვს.
Bloomberg-ზე ნაკლებად აქვს შეფასებული ივანიშვილის ქონება Forbes-სს. კერძოდ, 2018 წლის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის 456-ე ადგილს იკავებს 4.6 მილიარდი დოლარით.
გამოცემას წლის განმავლობაში საქართველოში ერთადერთი მილიარდერის ქონება არ განუახლებია.
წყარო: Forbes.ge