#ჯაფარამეკვლედ – სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ახალი წლის ღამეს მეკვლედ ეწვევა.
დაფინანსების მიზნით „გირჩი“ აუქციონს აწყობს.
აუქციონი ორ ნაწილად იყოფა: „ახალ წლამდე აუქციონი შეწყდება 31 დეკემბერს, 23:30 საათზე. 23:45 საათზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 01:00-დან 02:00 შუალედში.
მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 02:00-დან 03:00-მდე.
მესამე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 03:00-დან 04:00-მდე.
შემომწირველთა აუქციონის ფარგლებში ჯაფარას სტუმრად მისვლა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ფარგლებში. P.S გამონაკლისია ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობის შემთხვევაში.
ახალი წლის ღამის აუქციონი: ახალი წლის ღამის აუქციონი დაიწყება პირველ იანვარს, 00:00-დან და შეწყდება 03:00 საათზე. 03:15 საათზე გამოვლინდება ორი გამარჯვებული.
პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 04:00-დან 05:00 შუალედში.
მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 05:00-დან 06:00-მდე” – აღნიშნულია აუქციონის ვებგვერდზე.
წყარო: Primetime.ge