შალვა ნათელაშვილი “წითელი ჟილეტების” აქციას იწყებს

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ და მისი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი “წითელი ჟილეტების” აქციას იწყებს.

ნათელაშვილი დღეს სემეკ-ის შენობასთან იმყოფებოდა, სადაც გაზის ტარიფზე მსჯელობენ.

“ლეიბორისტების” ინფპორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდას აპირებს.

“ოლიგარქიულმა რეჟიმმა გაინაღდა საპრეზიდენტო ინსტიტუტი. ფულები რაც დახარჯა, უნდა, რომ ასმაგად ამოიღოს ჩვენი ხალხისგან. დღეს აპირებენ ტარიფის გაძვირებას. მთელი ევროპა შეაზანზარა ყვითელ ჟილეტიანთა მოძრაობამ, მთელი პარიზი. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას წითელი ჟილეტებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
nevpost.ge alia.ge