წუხელ სირიამ ისრაელიდან დამასკოს მიმართულებით გაშვებული 16 რაკეტიდან 14 მოიგერია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სავარაუდოდ, ისრელის მიერ სირიაში გუშინ, გვიან ღამით განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ  მომხდარი „პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ფერენებს“.

თუმცა სამინისტრო არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ ფრენებს გულისხმობს.

უწყების ცნობით, წუხელ სირიამ ისრაელიდან დამასკოს მიმართულებით გაშვებული 16 რაკეტიდან 14 მოიგერია.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის მიერ გუშინ განხოციელებული დარტყმების შედეგად 3 სირიელი ჯარისკაცი დაშავდა.

რაც შეეხება ისრაელს, ქვეყნის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე  არ გაუკეთებია.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ ისრაელმა სირიაში ირანული სამიზნეების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება დაანონსა. 

“აშშ–ის ჯარების გასვლის შემდეგ სირიაში ირანული სამიზნეების წინააღმდეგ ბრძოლას გავაძლიერებთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენს განზრახვას აშშ სრულად დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
accent.com