დღეიდან საქართველოში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 29 დეკემბრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.

❗️მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.