სოსო მანჯავიძე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებით.
“ნამდვილად აღარ მეცინება და ვეღარც ვბრაზდები,უფრო რაღაც უცნაური შიში მიპყრობს ამ ადამიანებს რომ ვუყურებ. ჯერ იყო და, დილას იმ ხეზე შერჩენილი მომიტინგის ვიდეო გადმომიგზავნეს.
ვუსმინე და დადგმული მეგონა. ვიფიქრე “წკიპურტებიდან” აიღეს სიუჟეტი,რამაზ ჩხიკვაძის გმირს პოეზია რომ მოუნდება,ხეზე აძვრება და ვეღარ ჩამოდის. თურმე ნამდვილია.
მერე იყო და, ეს ვიდეო ვნახე, მტკვარში გადახტომით.
ეს საერთოდ კატასტროფაა. ნახტომი პოლიტიკური მიზნებით ყოფილა განპირობებული. რაღა ასეთ ყინვაში ჩახტა მტკვარში,რამ მოაფიქრათ.ან როგორ დაგეგმეს ასეთი რამ.
პარალელურად ეთერებიდან ნაცები ამტკიცებდნენ,რომ მომიტინგეებმა სწორად სცემეს პოლიციელები და დაამტვრიეს პოლიციის მანქანები, რადგან თელავში არ შეუშვეს ინაუგურაციის ჩასაშლელად.
ნიკანორ მელია პოლიციის მანქანებს ამოწმებდა, მათ ოპერატიულ მანქანებს უთითებდა სად მდგარიყვნენ, საბუთებს ნახულობდა და მობილურებიდან დანარეკის გაშიფვრას ითხოვდა.
გრიგოლ ვაშაძემ დავით კირკიტაძე პოლიტპატიმრად შერაცხა. სწორიცაა, რადგან ყველამ დაინახა როგორ ურტყამდა მას ავტობუსი და მასში მჯდარი პოლიციელი.
გაერთიანებული ოპოზიციის ეს საოცარი თავგადასავალი დააგვირგვინა რუსეთთან ბრძოლაში გრიგოლ ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის მედგარმა თანამოსანგრემ, მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ,რომელმაც თავისი სიმღერით პირდაპირ გულში დაჭრა პუტინი.
თუმცა,როგორც ზუსტად შენიშნა მართლმკვეთელმა პაატა დავითაიამ,ბანმა პუტინი ვერ დაინახა. მოკლედ,სრული ფანტასმაგორიაა,შიზოფრენია გამწვავებული ფორმებით.
მაგრამ აქ საინტერესო ისაა,რომ სრულიად შეშლილი ნაც-მოძრაობა “ოცნებას” საფრთხობელად ვეღარანაირად ვეღარ გამოადგება.
ეს კი თვითონ ოცნებას აგდებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი არჩევნების წინ. პოლიტიკური ლანდშაფტი უნდა შეიცვალოს . მდგომარეობის აღწერისა და მხილების გვერდით და მაგივრად ალტერნატივა და განვითარების პერსპექტივა უნდა დადგეს დღის წესრიგში.”– წერს მანჯავიძე.
Multimedia.ge