ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივლებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემას, „ შაბათის კურიერს“ და ასევე, „ifact“-ის წარმომადგენელს მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც დეპუტატის განცხადებიდან ირკვევა, ის აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
„ვეხმიანები ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის „ შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს, სადაც „რუსთავი 2“ – ის ჟურნალისტმა და ifact-ის წარმომადგენელმა გაავრცელეს განზრახ ცრუ, ცილისმწამებლური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. კერძოდ, მე დამაკავშირა კომპანია ,,Qnet,,-თან და მის საქმიანობასთან, რაც არის სრული სიცრუე. მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე ვაცნობე გადაცემის წამყვან ჟურნალისტს, მან განზრახ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. ამ კომპანიასთან არასოდეს მქონია და არ მაქვს არანაირი ურთიერთობა და მოვითხოვ, გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო, იმსჯელოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ, რომელსაც მივმართავ ხვალ საჩივრით. ხოლო შემდგომ, გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციების გამო, მივმართავ სასამართლოს „რუსთავი 2“-ის და ჟურნალსტთა ჯგუფის -“ ifact“- ის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ბესელია.

http://kvira.ge