უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობას არ მიიღებს “გამაერთიანებელ” კრებაში

დეკემბერი 12, 2018 
“ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა.  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობას არ მიიღებს ამ კრებაში,  რადგან უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნა არ პასუხობს კანონიკურ ნორმებს”, _ განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო–საგანმანათლებლო განყოფილების ხელმძღვანელმა,  არქიეპისკოპოსმა კლიმენტმა.

რამდენიმე დღის წინათ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ “გამაერთიანებელი” კრება  15 დეკემბერს კიევში ჩატარდება.

საეკლესიო ამბების ბერძნულმა სააგენტო Romfea.gr-მა ადრე გამოაქვეყნა “ახალი უკრაინული ეკლესიის” წესდების პირველი გვერდი. გამოცემის ხელთ არსებული მონაცემებით, უკრაინის “ერთიანი ეკლესია” შეიძლება შეიქმნას კრეტას მოდელის მიხედვით _ ხელმძღვანელი იქნება მიტროპოლიტი და არა პატრიარქი, როგორიც არის დღეს ფილარეტი (დენისენკო). კრეტის ეკლესია ნახევრად ავტონომიურია და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილება.
მოამზადა
ნიკოლოზ აბაშიძემ. გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
მთავარი  მსოფლიო  უკრაინის უშიშროების სამსახურმა ტაძრებისა და ეკლესიის მსახურთა ჩხრეკა დაიწყო

ახალი ამბებიმსოფლიოუკრაინის უშიშროების სამსახურმა ტაძრებისა და ეკლესიის მსახურთა ჩხრეკა დაიწყო

დეკემბერი 12, 2018 
ტაძრებში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ძალოვანებმა ამოიღეს ბეჭდური პროდუქცია, რომელშიც უწყების ექსპერტებმა “იპოვეს” რელიგიური შეუწყნარებლობის პროპაგანდისა და მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხმყოფელი ნიშნები.

ამ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა (უშს) ბრალი დასდო უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ისეთი მასალების გავრცელებაში, რომლებიც აღვივებს შუღლსა და მტრობას.

“ჩხრეკის შედეგად ამოღებულია უამრავი პროდუქცია, რომლებიც შეიცავს მოწოდებებს რელიგიური და კონფესიათაშორისი შუღლის გაღვივების თაობაზე”, _ ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინის უშიშროების სამსახურის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ბროშურამ “უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. დამოკიდებულება სახელმწიფოსთან. დამოკიდებულება ანტიტერორისტული ოპერაციისა და საეკლესიო განხეთქილების მიმართ. კითხვები და პასუხები”. ორი დღის განმავლობაში ძალოვანებმა ამოიღეს ამ ბროშურის 75 ეგზემპლარი. უწყებაში დაადასტურეს, რომ არსებობს “შესაბამისი დასკვნა” ექსპერტებისა, რომლებმაც ბროშურაში იპოვეს რელიგიური შეუწყნარებლობის პროპაგანდისა და მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის ნიშნები. თუმცა ტექსტიდან ამ ნიშნების მაგალითები მოყვანილი არ არის.

“უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დაკითხეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვნოსა და სარნენსკის ეპარქიების 12 მღვდელმსახური სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლების მიხედვით: “სახელმწიფოს ღალატი” და “რელიგიათაშორისი შუღლის ჩამოგდება”, _ განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის პრესმდივანმა ინა ილიუჩოკმა. ამასთანავე, მან უარი თქვა, რამე ცნობა მიეწოდებინა ჟურნალისტებისთვის დაკითხვების შესახებ და მიზეზად შესაბამისი ნებართვის უქონლობა დაასახელა. უფრო ადრე როვნოს ეპარქიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უშიშროების სამსახურმა დასაკითხად 14 მღვდელმსახური გამოიძახა.

ეკლესიის საქმეებში ჩარევა

უკრაინაში საეკლესიო კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ამ ქვეყნის უშიშროების სამსახურს არაერთხელ გამოუძახებია დასაკითხად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები. მაგალითად, დეკემბრის დასაწყისში გამოიძახეს სარნენსკის ეპარქიის სასულიერო პირები, კერძოდ, არქიმანდრიტი ილარიონი. 3 დეკემბერს უშიშროების სამსახურმა გაჩხრიკა მღვდელმსახურთა სახლები და ტაძრები ჟიტომირის ოლქში. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში განაცხადეს, რომ უკრაინის ხელისუფლება ასე ცდილობს, აიძულოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. გამაერთიანებელ კრებაში.

უფრო ადრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, პრეზიდენტმაც განაცხადეს, რომ არ ერევიან ეკლესიის საქმეებში, თუმცა ამას გამუდმებით აკეთებენ. მაგალითად, დაპირების მიუხედავად, პოროშენკომ მიაღწია იმას, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან მიიღო უკრაინის არაკანონიკური ეკლესიის აღიარება, რასაც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განხეთქილების შეტანა უწოდა. უკრაინის რადამ მიიღო კანონი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის ანდრიას სახელობის ეკლესიის გადაცემის შესახებ. მოგვიანებით უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოართვა კიევში პოჩაევის ლავრის შენობების გამოყენების უფლება. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში აცხადებენ, რომ პოჩაევის ლავრის საწინააღმდეგო მოქმედებები მიუთითებებს იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, დააშინოს მორწმუნეები. პოროშენკოს მრჩეველი როსტისლავ პავლენკო სტამბოლში ჩავიდა, სადაც აკვირდებოდა სინოდის სხდომის მიმდინარეობას, და ავტოკეფალიის საკითხზე ესაუბრა კონსტანტინოპოლის პატრიარქს.

მოამზადა ნიკოლოზ აბაშიძემ. გაზეთი საქართველო და მსოფლიო.

მთავარი  მსოფლიო  პოროშენკო ავიწროებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ბართოლომეოსისა და “რასკოლნიკების” საამებლად

ახალი ამბებიმსოფლიოპოროშენკო ავიწროებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ბართოლომეოსისა და “რასკოლნიკების” საამებლად

“მხოლოდ პოჩაევის ლავრაში ბერი იმაზე მეტია, რამდენი “რასკოლნიკიცაა” სრულიად უკრაინაში”.
უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას პოჩაევის ლავრის კომპლექსის გამოყენების უფლების 2013 წლის სახელმწიფო რეგისტრაცია გაუუქმა. ოფიციალური კიევის განცხადებით, ეს მოხდა 2003 წელს კანონმდებლობაში დაშვებული შეცდომის გამო.

“პოჩაევის მიძინების ლავრის გადაცემა კრემენეც-პოჩაევის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისთვის უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მასშტაბურ წნეხში მოქცევაა”, _ განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა გაიხსენა უკრაინის ხელისუფლების ადრინდელი ნათქვამი, რომ ახალ ავტოკეფალიურ ეკლესიას სხვადასხვა თემი ნებაყოფლობით შეუერთდებოდა. “მიღებული ინფორმაცია კი მიუთითებს უკრაინის კანონიკური ეკლესიის, მისი მონასტრებისა და ტაძრების მასშტაბურ წნეხში მოქცევაზე.

დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა განმარტა, რომ “მხოლოდ პოჩაევის ლავრაში ბერი იმაზე მეტია, რამდენი “რასკოლნიკიცაა” სრულიად უკრაინაში”.

ამასთანავე, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში აღნიშნავენ, რომ უკრაინის იუსტიციის გადაწყვეტილება ლავრის გამოყენების უფლებას არ ზღუდავს.

“პოჩაევის ლავრას მომავალშიც კანონიერად გამოიყენებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მამათა მონასტრის საძმო”, _ დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა სოციალურ ქსელში.

მან განმარტა, რომ 2003 წლის შეთანხმება პოჩაევის ლავრის შენობა-ნაგებობების (ტაძრების, სამრეკლოს და სხვ.) გამოყენების თაობაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მამათა მონასტრის მიერ დღესაც “მოქმედია და გაუქმებული არ არის”.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარმა იურისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ (ლავრის შენობა-ნაგებობების გამოყენების უფლების ამოღება ჩანაწერების რეესტრიდან) არ აუქმებს 2003 წლის შეთანხმებას გამოყენების თაობაზე.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
blogeri: giorgi frangishvili.