ცნობილია, თუ ვინ მიდის და ვინ რჩება მინისტრთა კაბინეტში!

ვინ დარჩება და ვინ დატოვებს თანამდებობებს მინისტრთა კაბინეტში?  ამ საკითხზე სიუჟეტი ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემა “იმედის კვირა”-მ მოამზადა. როგორც წყარო ამბობს, თანამდებობას ტოვებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელსაც დავით ზალკალიანი ჩაანაცვლებს.

იმედის კვირის წყარო  არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, როგორც ცნობილია, მაია ცქიტიშვილი მოქმედ თანამდებობაზე რჩება.

თანამდებობას ტოვებს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, თუმცა უცნობია, მისი შემცვლელის ვინაობა. რაც ეხება ფინანსთა მინისტრს, ამ თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის ერთ-ერთი მოადგილე განიხილება.

ცვლილებები არ ეხება იუსტიციის სამინისტროს.  თეა წულუკიანი კვლავ ინარჩუნებს თანამდებობას, პოსტზე რჩება ასევე კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც, ამბობს იმედის კვირი წყარო.

http://marshalpress.ge