ნოემბერი 28, 2018
“მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილება _ გაწყვიტოს ურთიერთობა კონსტანტინოპოლთან _ მისი უკრაინაში მოქმედების გამო მეტისმეტად მკაცრი ნაბიჯია და უნდა გაუქმდეს”, _ მიაჩნია ხარიუპოლის არქიეპისკოპოს იოანეს, კონსტანტინოპოლის ეგზარქოსს დასავლეთ ევროპაში.
არქიეპისკოპოს იოანეს აზრით, მაგალითად, პეტერბურგელი მართლმადიდებელი მორწმუნეები, რომლებიც კრეტაზე გადასახლდნენ, “აღარ არიან რუსეთის ეკლესიის წევრები, ისინი ითვლებიან სრულუფლებიან წევრებად კრეტის ეკლესიისა, რომელიც ეკუთვნის მსოფლიოს საპატრიარქოს”.
“კლირიკებისგან განსხვავებით, მრევლს არ სჭირდება ეპისკოპოსის კანონიკური ნებართვა საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას”, _ აღნიშნავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში უპასუხეს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი თავს იმიტომ კი არ არიდებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტაძრებში მისვლასა და ზიარებას, რომ ეს აკრძალული აქვს, არამედ იმიტომ, რომ ერთგულია თავისი ეკლესიისა, რომელსაც ვნებს კონსტანტინოპოლი თავისი მოქმედებებით.
“ბოლოს და ბოლოს, ადამიანები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს, თავიანთი სინდისის შესაბამისად”, _ განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მდივანმა იგორ იაკიმჩუკმა.
მანვე აღნიშნა, რომ თვით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოშიც კი სულ უფრო მეტი კლირიკი (ეკლესიის მსახური) და მრევლის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია საწმყსოს მამა უწოდო პატრიარქს, რომელიც პოლიტიკური ინტერესების გამო დემონსტრაციულად თელავს ფეხქვეშ საეკლესიო სწავლებას, კანონებს და ცინიკურად ეპყრობა მილიონობით ერთმორწმუნეს უკრაინაში.
ასეთი კლირიკებისა და მრევლის წარმომადგენლების მიმართ იყენებენ დისციპლინურ ზომებს, როგორც ეს მოხდა რამდენიმე დღის წინათ სტოკჰოლმში, როდესაც კონსტანტინოპოლის თემიდან 16 წევრი გარიცხეს, რადგან არ დაეთანხმნენ პატრიარქ ბართოლომეოსის მოქმედებას უკრაინაში. “ასეთ შემთხვევებში, კარგი იქნებოდა გახსენება ქრისტიანული სიყვარულისა, რომელზეც ლაპარაკობს ხარისუპოლის არქიეპისკოპოსი”, _ აღნიშნა საეკლესიო კავშირების განყოფილების მდივანმა.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
მთავარი მსოფლიო კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლი მოუწოდებს, არ დაუშვან განხეთქილება უკრაინის საკითხის გამო.
მსოფლიო კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლი მოუწოდებს, არ დაუშვან განხეთქილება უკრაინის საკითხის გამო.
“კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე ბოლო მოვლენების გამო და მოუწოდებს, არ დაუშვან განხეთქილება, რომელიც ხელს შეუშლის მართლმადიდებლობის ერთიანობას”, _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქიეპისკოპოსმა, აგრეთვე, დაადასტურა, რომ კვიპროსის ეკლესია შეიძლება გახდეს “ხიდი შექმნილი არანორმალური მდგომარეობის დასარეგულირებლად”. ამასთანავე, კვიპროსის რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოს ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორის გუმენიუკთან საუბრისას “კვიპროსის არქიეპისკოპოსმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ხაზი გაუსვა უკრაინის, როგორც დიდი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, უფლებას, ჰქონდეს დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია”.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.