84, 465 ლარი შეადგინა პარლამენტარ ეკა ბესელიას წლიურმა ხელფასმა!

ეკა ბესელია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, უკვე მეორედ, პარლამენტარის მანდატის მფლობელი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა.

იმის გარკვევა, თუ რა ქონებას ფლობდა დეპუტატი პარლამენტის წევრობამდე რთულია, თუმცა, რა ქონებას ფლობს იგი ახლა, ამის ნახვა ეკა ბესელიას მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია შესაძლებელი.

აღმოჩნდა, რომ პარლამენტარი, დედასთან, ძმასთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. დეპუტატის 100 პროცენტიან მფლობელობაშია 175 კვ.მ ბინა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე (ყოფილი ყიფშიძის ქუჩა) და კიდევ ერთი საცხოვრებელი ფართი თემქაზე, რომლის ფართობიც 80.00 კვ.მ-ია.

გარდა საცხოვრებელი ფართისა, პოლიტიკოსი ფლობს არასაცხოვრებელ ფართსაც, რომლის ფართობიც ჯამში 150 კვ.მ-ია და თბილისში გამრეკელის ქუჩაზე მდებარეობს.

რაც შეეხება საკრედიტო ან საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების დროს ანუ 2016 წლის 30 დეკემბრისთის, ეკა ბესელიას სახელზე, “თი ბი სი” ბანკში ფიქსირდება ორი ანაბარი, ერთი დოლარში 20 000 USD და მეორე ლარში 16 500 ლარის ოდენობით.

“ბანკი ქართუ”-ში არსებული სახელფასო ნაშთი დოკუმენტის შევსების მომენტში 25 441.54 ლარი იყო. დეპუტატის საკუთრებაში ასევე ფიქსირდება ნაღდი ფული 28 500 დოლარის ოდენობით.

რაც შეეხება პარლამენტარის 2016 წლის სახელფასო ანაზღაურებას, პარლამენტის წევრობისთვის მან 66 465 ლარი მიიღო. დამატებით კი “საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში” გაწეული პედაგოგიური საქმიანობა 18 000 ლარით აუნაზღაურდა.

წყარო ALLNEWS