„არსებობს ინფორმაცია-გოგაშვილს მთავარი მოწმე პაპაია ქვეყნიდან გაყავს!“- ელისო კილაძე

ელისო კილაძე მორიგ სკანდალურ პოსტებს აქვეყნებს:

„მერე რომ არ თქვან რომ გოგაშვილ-მიქაიას ჩანაწერი არც ფბ -ზე უნახავთ და არც რუსთავი 2-ზე,ამიტომ ხვალ,12-სთ ზე მთავარ პროკურატურაში ოფიციალურად მივიტან ჩანაწერს და მოვითხოვ,გამოძიების დაწყებას !
მით,უფრო რომ არსებობს ინფორმაცია-გოგაშვილს მთავარი მოწმე პაპაია ქვეყნიდან გაყავს !“

„მე,”ქრონიკა+”-ის მთავარმა რედაქტორმა ლაშა ბერულავასთან შეთანხმებით მივიღე გადაწყვეტილება-სამშაბათის “ქრონიკა+”-ში დაანონსებული სტატია არ გამოქვეყნდება !
ამ გადაწყვეტილებით-ერთის მხრივ ენმ-ს მივეცით საშუალება შიდაპარტიული დისკუსია მესამე მხარის ჩარევის გარეშე განაგრძოს და მეორეს მხრივ,გამოვრიცხეთ მცირეოდენი ეჭვიც კი რომ დაანონსებული სტატია პარტიის დაშლის მცდელობაში მონაწილეობად განიხილოს თუნდაც ერთმა ადამიანმა !
გმადლობთ !“