ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ, რომ რუსებს არ ვაწირინებ ბოდბეში.(ქრისტემ თქვა რომელმაც ჩემსკენ მომავალი დააბრკოლოსო უმჯობეს არის კისერზე წისქვილის ქვა დაიკიდოს.

მე რუსეთი არ მომწონს, ძალიან არ მომწონს. ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ, რომ რუსებს არ ვაწირინებ ბოდბეში. რომ ჩამოდიან, არ ვაყენებ წირვაზე. მეუფე პეტრე თვითონ დაბრძანდებოდა რუსეთში, რა და არის ძალიან ახლოს კირილეს გარემოცვასთან. 

განაცხადა მეუფე იაკობმა ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში მეუფე პეტრეზე საუბრისას. 
მეუფე იაკობი ერთ-ერთ ბიზნესმენს ცემით ემუქრება.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ერთ-ერთ ბიზნესმენს ცემით ემუქრება. აღნიშნულის შესახებ მეუფემ “ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა. 
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ აიძულა ყოფილი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ვერსია შეეცვალა და საზოგადოებისთვის სიმართლე არ ეთქვა, ქორეპისკოპოსი ასე პასუხობს, რომ “ეს ერთ-ერთი ბიზნესმენია”.
“მე ვფიქრობ, არის ერთი ადამიანი, ბიზნესმენი, რომელიც მერე უწმინდესთან მიბრძანდა, ადრე ვთქვი, იმასაც ვიტყვი რომელი ბიზნესმენია. მან უთხრა- დაისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ნუ იქნებით, ის იქნებაო, კონკრეტულ პიროვნებაზე უთხრა. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი ფულიც აქვს გადახდილი, არავის არ ვაპატიებ ამას. მაშინ რომ ვიყავი კვირიკაშვილთან და იმათთან, ზუსტად ეს ვუთხარი, არავის არ ვაპატიებ ამას-მეთქი. უწმინდესი სანამ არ მომცემს ნებას, რომ ვცემო, მაგრად ვცემო, მთელი ერის წინაშე ცუდ დღეში ჩავაგდებ მას”, – აცხადებს მეუფე იაკობი.
1tv.ge
Toggle navigation

LIVE

FB LIVE

მეუფე იაკობი – თუ გიორგი გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობას ეკლესიასთან დიდი პრობლემა ექნება.

ამის შესახებ მეუფე იაკობმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსი ამბობს, გიორგი გახარიასთან ნორმალური ურთიერთობა არ აქვს, თუმცა მიზეზს არ აკონკრეტებს.

„გიორგი გახარიასთან მე არა მაქვს ნორმალური ურთიერობა. არ არის ისეთი რაღაც, ვიღაცას რაღაც ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. კანონპროექტზე არ გეუბნებით, სხვა რამე, იცის თვითონ. კანონპროექტი ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამაც რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ. გახარია ჩვეულებრივი მოსკოვის კაცი არის ჩემთვის. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ რა იმიდან…“ – აცხადებს მეუფე იაკობი.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, როგორც ამბობენ, გახარია გახდეს პრემიერ-მინისტრი, მეუფე პასუხობს: „თვითონ შეხედოს გახდება თუ ვერ გახდება. ვერ გახდება, თუ გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება“, – განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.
1tv.ge