გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
პოლიტოლოგი დავით მხეიძე: საქართველოში ნატოსთან ურთიერთობაზე პირველად გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში (თუ არ ვცდები, 1994 წელს) ალაპარაკდნენ, როდესაც, სრულიად მოულოდნელად, სულ სხვაგან მიმავალმა ნატოს იმჟამინდელი შეფის, ხავიერ სოლანას, თვითმფრინავმა თბილისში შემოიფრინა (თუ შეიძლება ასე თქმა) _ საქართველოს დედაქალაქის აეროპორტში დაშვებულ თვითმფრინავს ხეირიანად ძრავებიც არ გამოურთავს, ისევ მოუწია აფრენა, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, სულ რაღაც, ორი–სამი საათით სტუმრობდა ედუარდ შევარდნაძეს.
ამ სპონტანურ “შემოფრენა-აფრენას” ხავიერ სოლანას ოფიციალურ ვიზიტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ის დღე ნამდვილად შეიძლება მივიჩნიოთ ნატო-საქართველოს ურთიერთობის დაწყების ათვლის წერტილად. არავინ იცის, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს ბატონებმა _ ხავიერმა და ედუარდმა, მაგრამ პირველი ქართული სამხედრო ოცეული სიმბოლურად სწორედ სოლანას ვიზიტის შემდეგ გაიგზავნა რომელიღაც ე.წ. ცხელ წერტილში… ასე იყო თუ ისე, ნატოს მაღალჩინოსანთა ვიზიტებმა თბილისში და პირიქით _ ოფიციალური თბილისის წარმომადგენელთა ვიზიტებმა ბრიუსელში მეტ-ნაკლებად რეგულარული სახე მიიღო. თუმცა შევარდნაძე, ერთიმხრივ, ახერხებდა, რომ ქართველ ჯარისკაცთა უცხოეთში გასაგზავნი კონტიგენტი სიმბოლურ რაოდენობას არ გასცდენოდა და, მეორე მხრივ, რუსეთსაც არ აღიზიანებდა განცხადებებით, რომ საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ.
დრონი მეფობენო და, 2003 წელს აშშ-მა “ვარდების რევოლუციად” წოდებული სახელმწიფო გადატრიალება მოუწყო უკვე “ვადაგასულ” და, შესაბამისად, არა საჭირო შევარდნაძეს და საქართველოს ხელისუფლების სათავეში მისივე გამოზრდილი ლეკვები მოვიდნენ ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორთა, ჟვანია–სააკაშვილის გუნდების სახით და სწორედ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ დაიძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, რომელმაც სახიფათო ზღვარს თბილისის 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევისას მიაღწია, რადგან მიშარასტების ხელისუფლებამ ხალხის სრულიად სამართლიანი მასობრივი პროტესტი რუსეთის მიერ მართულად გამოაცხადა, თუმცა ჯორჯ ბუშის მიერ “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილ სააკაშვილს მაინც მოუწია გადადგომა, რადგან, თუ მისი “ნათლია” მზად იყო, თვალები დაეხუჭა მომიტინგეთა სასტიკ დარბევაზე, იგივე ვერ შეძლო ტელეკომპანია “იმედში” შეჭრაზე და თავის ხელის ბიჭ სააკაშვილს დროებით გადადგომა უბრძანა მოკლე ხანში ხელახლა არჩევის გარანტიით.
და მართლაც _ 2008 წლის იანვარში, იმის მიუხედავად, რომ იპოდრომზე 300 ათასი ადამიანი მივიდა არჩევნების ფალსიფიკაციის გასაპროტესტებლად და პრეზიდენტად ლევან გაჩეჩილაძის აღიარებას ითხოვდა, ისე, რომ ცეესკოს მიერ თუნდაც ფალსიფიცირებული შედეგების გამოქვეყნებასაც არ დალოდებია, “ნათლიამ” პირველმა მიულოცა გამარჯვება “ნათლულს”.
რუსეთ-საქართველოს შორის
დაძაბულობამ პიკს 2008 წლის მარტში მიაღწია ბუქარესტში ნატოს სამიტის შემდეგ. სამიტისა, რომლის საბოლოო რეზოლუციაში პირველად ჩაიწერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რაც საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან… მართალია, სააკაშვილმა დაიბრუნა პრეზიდენტობა, მაგრამ სწორედ ზემოხსენებული 7 ნოემბრის მოვლენების გამო, რომ იტყვიან, მყარად ვერ გრძნობდა თავს პრეზიდენტის სავარძელში და ამიტომ ისეთი რაღაც სჭირდებოდა, რომლითაც ქართველი საზოგადოების თვალში დაცემული რეიტინგის ამაღლებას შეძლებდა. ასეთი “რაღაც” აღმოჩნდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის დაწყებიდან 10 წლის “იუბილე ვიზეიმეთ” ახლახან და, რადგან მთავარი სამსჯელო თემა ის კი არ იყო, რატომ მოხდა ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, არამედ კითხვა _ ვინ დაიწყო ომი? სანამ წერას განვაგრძობ, ამ კითხვას მინდა ვუპასუხო: ომი საქართველოს არ დაუწყია. ომი დაიწყო სააკაშვილმა და, თუ ვინმეს სააკაშვილი და საქართველო ერთი და იგივე ჰგონია, ის უკვე ავლიპ ზურაბაშვილის კლინიკის პაციენტია.
აშშ-ის ხელისუფლების გარკვეული წრეების მიერ დეზინფორმაციით (რომ რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთი არ აინტერესებს და ამიტომ საქართველოს შესაძლო აგრესიისას კონფლიქტში არ ჩაერევა) შეგულიანებულმა სააკაშვილმა ცხინვალზე იერიშის მიტანა ბრძანა იმ იმედით, რომ ხანმოკლე ომის შედეგად წლების წინ დე ფაქტო დაკარგულ ცხინვალს დე ფაქტოც და დე იურეც შემოიერთებდა და, შედეგად, დიდების შარავანდს დაიდგამდა, მაგრამ რუსებმა გამანადგურებელი მარცხი აგემეს ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილ ქართულ არმიას და დე ფაქტოდ დაკარგული სოხუმ-ცხინვალი, პლუს ახალგორი და კოდორი, დე იურედაც დავკარგეთ. ამასთანავე, ამ ჰალსტუხის მცოხნელი და მიწაზე მხოხავი ცინგლიანი სააკაშვილის ამბიციებს შეეწირა ათობით ქართველი გმირი ჯარისკაცი (რომ არაფერი ვთქვათ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე) და ამიტომ, როდესაც გლდანის ძმათა სასაფლაოზე მოვხვდები ხოლმე, სიამაყე კი არა, სინანული მეუფლება _ რატომ, რისთვის და ვისთვის შვილებო?..
და კიდევ _ მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომში გამოჩნდა, “რა ღირს” აშშ-ნატოს სტრატეგიული მოკავშირეობა (როდესაც ჩვენს დასახმარებლად და რუსეთის შესაშინებლად ფოთსა და ბათუმს წყლითა და პამპერსებით დატვირთული კრეისერები მოადგნენ), ჯერ ნაცები და ახლა ქოცები, უკვე 10 წელიწადია, ნატოს კარზე ხან აფხაჭუნებენ, ხან აბრახუნებენ, მაგრამ პასუხად დაცინვის მეტი არაფერი მიგვიღია: ხან მაპზე უკეთესი მოგვცეს, ხან _ ასპირანტობა, საქართველო კი შაგრენის ტყავივით პატარავდებოდა და ცოტავდებოდა. ქოც-ნაცების ხელისუფლება (დიახ, ქოც-ნაცების, რადგან მათ შორის სრული იდეოლოგიური თანხვედრაა და ხელისუფლება-ოპოზიცია მხოლოდ ქართველი საზოგადოების თვალის ასახვევად დაირქვეს) დღესაც ჯიუტად ელოდება ნატოს კარის გაღებას… მაქსიმუმი, რასაც ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსები ბედავენ, არის ეს _ “ნატო იმიტომ არ გვინდა, რომ იქ მაინც არ მიგვიღებენ”. მსგავს პოზიციას, რბილად რომ ვთქვათ, კონფორმიზმის სუნი ასდის, რადგან რეალურად კითხვა ასე უნდა დაისვას: ნატოში რომც მიგვიღონ, ამით რა ხეირი საქართველოს? ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას ევროკავშირზეც…
ამ ყველაფრის შემხედვარეს, მოდი და, ნუ გაგახსენდება დიდი ილიას ბრწყინვალე წერილი “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”,რომელიც მისთვის ჩვეული “მოყვარეს პირში უძრახე”-დან გამომდინარე საახალწლო მილოცვად მიართვა მშობელ საქართველოს.
სტატიიდან, რომლის პროლოგიდანაც
რამდენიმე ციტატას გთავაზობთ, ახალი წლის ნაცვლად აგვისტოს ომიდან გასული კიდევ ერთი, მეათე “საიუბილეო” წელიწადი იგულისხმეთ და ისე მიირთვით საჭაშნიკოდ:
“აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი.… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? …უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ… …წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს”…
ბავშვობას სურვილების ხშირი ცვალებადობა ახასიათებს _ ხან ექიმი გინდა გამოხვიდე, ხან _ კოსმონავტი, ხან _ მეხანძრე და ა.შ., მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც ოცნებაში აქეთ-იქეთ ხტუნაობას თავი უნდა დაანებო და ყმაწვილკაცმა ცხოვრების ფართო ასპარეზზე გასასვლელად ერთი რაღაც უნდა აირჩიო. დღევანდელი საქართველოც გზა გასაყარზე მდგომ იმ ყმაწვილკაცს მაგონებს _ ან იქეთ, ან აქეთ!მესამე, ე.წ. ბალანსირების პოლიტიკა, ჟარგონით თუ ვიტყვით, “ბაბაც მინდა და ჩიჩიაც” აღარ არსებობს, ისევე, როგორც არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურად მრავალ პოლუსიანი მსოფლიო და ვლადიმერ პუტინი აშკარად “თავმდაბლობს”, როდესაც ამბობს, რომ მისი მიზანი მსოფლიოს მრავალ პოლუსიანობის მიღწევაა.
მსოფლიო ან ერთ პოლუსიანია,
როგორც იყო ბოლო 20-25 წელიწადი სსრკ–ისდანგრევის შემდეგ, ამერიკის ეგიდის ქვეშ, ამ პერიოდში კი აშშ–ის დაუსჯელმა პარპაშმა ზღვა სისხლი და ცრემლი მოუტანა კაცობრიობას და ვინ იცის, კიდევ რა გველოდა, რომ არა სსრკ–ის სამართალ მემკვიდრე რუსეთის დიდ პოლიტიკაში ძლევამოსილი დაბრუნება, რის შემდეგაც მსოფლიო ნელ–ნელა, მაგრამ განუხრელად უბრუნდება გასული საუკუნის სტატუს–კვოს _ სსრკ-ისა და აშშ-ის ჰეგემონის ორ პოლუსიან სტატუსს, რომელიც პლანეტა დედამიწაზე მეტ-ნაკლებად მშვიდობის გარანტია იყო და იმედია, ასე იქნება 21-ე საუკუნეშიც, თუმცა ამის მიღწევა ძნელი იქნება, რადგან, თუ XX საუკუნეში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დაპირისპირების საგანი პოლიტიკური იდეოლოგიების (კაპიტალიზმ-სოციალიზმი) განსხვავება იყო და, ხატოვნად თუ ვიტყვით, დასავლეთიცა და აღმოსავლეთიც ზოგად საკაცობრიო მორალთან მწყრალად არ იყვნენ, ახლა დაპირისპირების რეალური მიზეზი სწორედ მორალურ-ზნეობრივი ხასიათისაა _ ერთი მხრივ, ნეოლიბერალი ხლისტები, რომლებიც იმ ძირითად ღირებულება–ფასეულობებს უარყოფენ, რომლებითაც ადამიანი განსხვავდება ცხოველისგან _ არა რელიგიას, არა ეროვნებას, არა სქესს, არა ოჯახის ინსტიტუტს და ა.შ. სხვა მრავალი წვრილმან–მსხვილმანი “არა”, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, ღმერთის უარყოფამდე მივყავართ, ხოლო, თუ ღმერთი არარსებობს, როგორც დოსტოევსკი ამბობს, მაშინ “ყველაფერი მოსულა”! ამ“ყველაფერი მოსულას” მქადაგებელ–დამცველი კი “დემოკრატიული” დასავლეთია, აშშ. მეორე მხრივ კი, პირიქით, ნეოლიბერასტთა მიერ უარყოფილი ღირებულება-ფასეულობების კონსერვატიულ-ტრადიციული იდეოლოგიაა, რომლის დამცველიცა და ფლაგმანიც მართლმადიდებელი რუსეთია. რუსეთი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, უკვე იქცა მესამე რომად…
რეალურად მხოლოდ იმისთვის ებრძვიან
რუსეთს, რომ ეს უზარმაზარი ქვეყანა, მრავალეროვან–მრავალ კონფესიური, მაგრამ მაინც მართლმადიდებელი იმპერიაა და, რომც მოხდეს არ მოსახდენი და ნეოლიბერალმა ხლისტებმა მსოფლიოს ლგბტ–ზაციაც რომ შეძლონ,
ხმელეთის 1/6 ტერიტორიასა
და რუსეთის “პოლუსის ქვეშ” მყოფ ქვეყნებში სატანისტები ვერ შეაღწევენ… ზემოთ საქართველო არჩევანის წინაშე მდგარ ყმაწვილს შევადარე და ყოველივე შემდეგ თქმულიდან გამომდინარე, რა არჩევანი უნდა გააკეთოს ჩვენმა სამშობლომ, ეს კითხვა, ვფიქრობ, რუსოფობიით
მოუწამვლელი ქართველებისთვის, რიტორიკულია.
სამწუხაროდ, “მოწამლულთა”
შორის არის“ვარდების
რევოლუციის” შემდგომი ახალგაზრდობის უმრავლესობა. ნეოლიბერსტებმა კარგად იციან,
ვის, სად
და როდის უნდა დაარტყან. ჰოდა, პირველი, რაც მიშარასტ–სოროსისტებმა გააკეთეს, იყო ის,
რომ განათლების სისტემა დაანგრიეს და
დღეს სკოლებში საქართველოს ისტორიას მხოლოდ შავ–თეთრ ფერებში ასწავლიან,
რომლის მიხედვით რუსეთი
ოკუპანტია და მორჩა.
ბაგრატიონთა სამეფო
დინასტია
გაგვიუქმეს, ავტოკეფალია წაგვართვეს, ფრესკები
კირით გადაგვიღებეს და მე-19 საუკუნეში მრავალი აჯანყება _ აი ძირითადი “არგუმენტები”, რომლებითაც
რუსოფობები აპელირებენ, რაც თითიდან გამოწოვილი თუ არ არის, აიხსნება მაინც, მაგრამ აქ ახლა არც მაგის დროა და არც ადგილი. ამიტომ მკითხველს ვპირდები, რომ მომავალში აუცილებლად ვრცლად და გამოწვლილვით ვისაუბრებთ ხსენებულ “არგუმენტებზე”, მანამდე კი ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა რუსოფობებს ვთავაზობთ ილიას ერთ წერილს, რომელიც მაშინ დაიწერა, როდესაც დღევანდელივით 22% კი არ ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, არამედ 100% ვიყავით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში:
“რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთ სიყვარული, _ წერდა ილია ჭავჭავაძე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს 1898 წელს, _ ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის,
ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილ დღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ
რუსეთისათვის კი _ ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არს ჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისათვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა არ ყოფნისსაკითხთან. …დიდი რუსეთის გარეშე არარის ხსნა საქართველოსა და ქართველებისათვის”.
ახლა ვეკითხები რუსოფობებს: დიდმა ილიამ არ იცოდა იმ თქვენი “რკინისებური არგუმენტების” შესახებ და ამიტომ თქვა ის, რაც თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმესთვის მიწერილ წერილში თქვა? თუ ასეა, გამოდის, უცოდინარი ყოფილა ქართველთა საფიცარი ილია. ხოლო თუ იცოდა და მაინც თქვა, გამოდის, სამშობლოს მოღალატე რუსოფილი ყოფილა საქართველოს უგვირგვინო მეფე ილია მართალი… ვფიქრობ, კითხვა რიტორიკულია და ამიტომ რუსოფობებს მივმართავ: ვინ ხართ ილიაზე დიდი პატრიოტები? გამოდით, და გვენახვეთ!
ახლა კიდევ ერთი დიდი ქართველის ნააზრევი ევროკავშირის ბაზრის მოიმედეთა საყურადღებოდ:
ნიკო ნიკოლაძემ ჯერ კიდევ 1865 წელს გერცენის გამოცემულ გაზეთ “კოლოკოლში” აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან კავშირში “უფრო მალე მიაღწევს თავისი მდგომარეობის საუკეთესოდ მოწყობას, ვიდრე მაშინ, როცა მას მოკავშირედ ან მფარველად ეყოლება ევროპის რომელიმეერი. რომ აღარაფერი ვთქვათ ოსმალეთსა და სპარსეთზე, რომლებისაც საქართველოში არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი მოწადინებული არ არის”.
“ნუ დაკარგავ ძველთა გზათა, ნურცა ხსოვნას წინაპართა”-ო, _ უთქვამთ ჩვენს ძველებს და, თუ ჩვენ, “ახლებს”, ფიზიკური და განსაკუთრებით მენტალური გადარჩენა გვინდა, ზემოხსენებულ გზა გასაყარზე დიდ წინაპართა გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ანუ ვიხელმძღვანელოთ წინამდებარე წერილის სათაურით _ მხოლოდ რუსეთი, დანარჩენი ბრმის სინათლე, მუნჯის ენა და ტყუილის სიმართლეა! სიტყვები, რომლებიც მეფე ერეკლედან მოყოლებული, უკლებლივ ყველა მამულიშვილს ეწერა სამშობლოს სიყვარულით ანთებულ გულის ფიცარზე!
დავით მხეიძე. გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი