ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, საქართვლოსთან არანაირი ურთიერთობა არ იქნება, სანამ ამ ქვეყნის მხრიდან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ მოხდება. ამის შესახებ ბიბილოვმა ცხინვალში გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სანამ საქართველო არ აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ბოდიშს არ მოიხდის, არანაირი ურთიერთობა არ იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულმა მხარე ხშირადაა ბოლო დროს სამხრეთ ოსეთის საზღვართან და საქართველოს მოქალაქეები არ იქცევიან კარგად , აწყობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციულ აქციებს.“- განაცხადა ბიბილოვმა.
Nevpost.ge