ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი: ევროპარლამენტში დემოკრატია არ არის

ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირში დემოკრატიის ნაკლებობა და განაცხადა, რომ ევროპის პოლიტიკური ელიტის მიერ წარმოებული ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა ევროპის წინაშე მდგარი უმთავრესი საფრთხეა.

“ევროპული პოლიტიკური ელიტის მიერ ორგანიზებული მასიური მიგრაცია, რომელიც მულტიკულტურიზმს ეფუძნება,  ჩემი აზრით, მთავარი საფრთხეა ევროპისთვის, ევროპული საზოგადოებებისთვის და ევროპული კულტურისთვის,” – განაცხადა მან.

“ვშიშობ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც არ არის დემოკრატია. ევროპარლამენტი ამისი კარგი მაგალითია, რადგან ეს საერთოდ არც არის პარლამენტი. იქ არ არის ნამდვილი დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. იქ არ არის სიტყვის თავისუფლება. ასე რომ, ევროპარლამენტი უბრალოდ მასხარაობაა,” – განაცხადა მან.

წყარო: https://voiceofeurope.com/