ჟურნალისტი ნათია ორველაშვილი სოციალური ქსელის გვერდზე მშობლების მისამართით მიმართვას ავრცელებს.
”SOS!!! ამ წუთას ქავთარაძეზე, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, თვითმავალით ჩაიქროლა დაახლ. 10 წლის ბიჭმა. მიდიოდა შუა სამანქანო გზაზე, ყურებზე ყურსასმენებით, ათობით მანქანა გარშემო! ასეთ დროს ვერც დაუძახებ, რომ არ დაიბნეს და რამეს არ შეასკდეს. გთხოვთ, გაავრცელეთ მაქსიმალურად, რომ იქნებ მშობელმა ნახოს პოსტი და გააფრთხილოს. ან ყველა მშობელმა გააფრთხილოს ბავშვები. წარმოუდგენელი რაღაც იყო. ბავშვი არის ღია ფერებში – უფრო წაბლისფერი ან ქერა თმით. სულ ესაა, რისი დანახვაც მოვასწარი. დამცავი ქუდი ეხურა, მაგრამ ის ქუდი ამ გზაზე არაფრისგან დაიცავს. ქავთარაძის ზემოდან მოდიოდა და წავიდა ყაზბეგის მიმართულებით. გააფრთხილეთ ბავშვები”, – წერს ჟურნალისტი.