როგორ მივულოცოთ ახალი წელი 26 ქვეყნის ენაზე

საახალწლო და საშობაო დღესასწაულს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ. ტრადიციები ყველგან განსხვავებულია, თუმცა ადამიანებს ერთი რამ აერთიანებთ: ახალი წლის მილოცვა. სხვადასხვა ქვეყანში მისალოც სიტყვებს ერთმანეთს 12 საათის დადგომისთანავე, ყოველი შეხვედრისას ან სადღესასწაულო ბარათების საშულებით ეუბნებიან. საქართველოში მიღებული მარტივი, თუმცა გულწრფელი: „გილოცავთ შობა-ახალ წელს“ სხვა ქვეყნებში განსხვავებულად ჟღერს. სხვისი კულტურა ჩვენთვის ყოველთვის იდუმალებით მოცული და ხანდახან გაუგებარიც არის, თუმცა ამ დღის მილოცვები ყველგან ისმის. მოდით გავიგოთ როგორ ჟღერს საახალწლო მილოცვები სხვადასხვა ენაზე.

გერმანია

ყოველ ახალ წელს გერმანელები ტრადიციულად ოჯახურ წრეში იმისათვის იკრიბებიან, რომ ეს დღესასწაული ყველამ ერთად აღნიშნოს და ერთმანეთს ,,ფროეს ნოეს იარი“ (გერმ. Prosit Neujahr) მიულოცოს. ბავშვები თაფლის ნამცხვარს მიირთმევენ და ფანჯრის რაფაზე თეფშებს აწყობენ, რათა ვაინახტსმანმა (გერმანელი თოვლის ბაბუა) მათზე საჩუქრები დააწყოს.

საფრანგეთი

ამ ქვეყანაში ახალ წელს წმინდა სილვესტერის დღეს უწოდებენ და ის ასევე ოჯახის წრეში აღინიშნება. ყველანი, ბავშვებიც და მოზარდებიც, პერ-ნოელის (ფრანგი თოვლის ბაბუა) გამოჩენას ელოდებიან. ამ დროს სუფრასთან საახალწლო მილოცვა: ,,ბონნე ანე“ (ფრანგ. Bonne Annee) ისმის და ყველა ტრადიციულ პაშტეტებს აგემოვნებს. აღსანიშნავია, რომ ფრანგები ამ დღეს ადრე დაძინებას ცდილობენ, ვინაიდან 1 იანვარს კიდევ ერთი ნანატრი დღესასწაული – საჩუქრების დღეა.

იტალია

იტალიელი ბავშვებისთვის საჩუქრები ბაბო ნატალესა და მის სიმპათიურ დამხმარეს ბეფანას მოაქვს. სადღესასწაულო სუფრასთან კი იტალიელები ერთმანეთს ,,ფელიკე ანო ნუოვოს“(იტალ. Felice Anno Nuovo) უსურვებენ. ხოლო როცა საათი 12-ს შემოკრავს იტალიელები ყველა ძველ ნივთს ფანჯრიდან ისვრიან. მათ ჯერათ, რომ ამგვარად ისინი უარყოფითისგან თავისუფლდებიან.

ესპანეთი

ესპანური საახალწლო სუფრა ტკბილეულისა და ღვინის ნაირსახეობით გამოირჩევა. ბავშვები ფანჯრებთან წინდებს იმისათვის კიდებენ, რომ ოლენტცერმა (თოვლის ბაბუა ესპანეთში) მათში სათამაშოები ჩააწყოს. სახლებში ისმის მილოცვა: „ფელიზ ანო ნუევო“ (ესპ.Feliz Año Nuevo) მეზობლები კი ერთმანეთთან სტუმრად დადიან.

დიდი ბრიტანეთი

ინგლისში საახალწლო სუფრაზე ნაციონალური კერძების – პუდინგისა და ინდაურის მირთმევაა მიღებული. დიასახლისები სახლის ინტერიერსა და ექსტერიერს რთავენ, ბავშვები კი ტომრებს კიდებენ, რომლებიც სანტა კლაუსის საჩუქრებისთვისაა განკუთვნილი. ინგლისელები ერთმანეთს მთელ მსოფლიოში ცნობილი სიტყვებით „ჰეფი ნიუ იარ“ (ინგლ. Happy New Year) ულოცავენ.

ირლადია

ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. ისინი ახალი წლის ღამეს სახლის კარს ღიას იმიტომ ტოვებენ, რომ ყველა მსურველმა შემოსვლა შეძლოს. სტუმარს მოსვლისთანავე საახალწლო სუფრასთან სვამენ, რომელიც ტრადიციული კერძებითა და უამრავი ტკბილეულითაა სავსე. საახალწლო საჩუქრებს ბავშვები ბალიშის ქვეშ პოულობენ, რომლებიც მათთვის ირლანდიელ თოვლის ბაბუას, დაიდის მოაქვს. სუფრასთან კი მისალოცი სიტყვები ისმის, რომლებიც შემდეგნაირად ჟღერს: „ნოლლაინგ შონა დხუიტ!“ (ირლ. Nollaig Shona Duit).

ბულგარეთი

ბულგარეთში ტრადიციული საახალწლო ატრიბუტი შინდის ჩხირებია. ტრადიციის მიხედვით, ადამიანები ერთმანეთს მათი საშუალებით ეხებიან და „შტესტინა ნოვა გოდინას“ უსურვებენ. შუაღამის შემდეგ ისინი შუქს თიშავენ და 3 წუთის მანძილზე სიჩუმეში წარმატების მოსაზიდად სხედან.

პოლონეთი

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პოლონეთში არ არის მიღებული ახალი წლის ოჯახურ წრეში შეხვედრა. ქვეყნის მაცხოვრებები ქუჩებში გამოდიან და სახალხო ღონისძიებებს მართავენ. ყველგან ისმის მილოცვა: „სკზესლივეგო ნოვოგო როკუ“ (პოლ.Szczęśliwego Nowego Roku). პოლონელ თოვლის ბაბუას წმინდა მიკოლაი ქვია და ბავშვებს გულწრფელად ჯერათ, რომ სწორედ მას მოაქვს მათთვის საჩუქრები, რომელთაც ისინი ნაძვის ხის ქვეშ პოულობენ.

საბერძნეთი

ბერძნები ახალ წელს ძალიან საინტერესოდ ზეიმობენ. ტრადიციის მიხედვით, ოჯახის უფროსი შუაღამით გარეთ უნდა გამოვიდეს და კედელს ბროწეულის ნაყოფი ესროლოს. თუ წითელი მარცვლები მიმოიფანტება, ახალი წელი ოჯახისთვის ბედნიერი იქნება. ბერძენ ბავშვებს აგიოს ვასილისი ულოცავს, საახალწლო სუფრასთან კი, ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ ერთმანეთს „კენოურიოს ჩრონოს“(ბერძ.Kenourios Chronos) უსურვებენ.

 

ბრაზილია

ვინაიდან ამ ქვეყანაში არასდროს თოვს, ბრაზილიელები ახალ წელს ოკეანესთან ხვდებიან. ეს მათთვის განსაკუთრებულად რომანტიული დღესასწაულია. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ახალი წლის ღამეს სანაპიროზე იკრიბება და ერთმანეთს „ფელიზ ანო ნოვო“ (ბრაზ. Feliz Ano Novo) უსურვებს.

ინდოეთი

აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი სხვადასხვა დროს აღინიშნება. ინდოეთის ყველა რეგიონში მოსახლეობა ამ დღესასწაულს თავისებურად ხვდება. მაგალითად ჩრდილოეთ ნაწილში მოსახლეობა სხვადასხვა ფერის სამოსში ეწყობა. სამხრეთ ნაწილში კი ერთმანეთს საჩუქრებს სადღესასწაულო ლანგარებით ართმევენ. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სახლის გარე ფასადის ნათურებით მორთვაა მიღებული. ინდოელებს თავიანთი თოვლის ბაბუა არ ყავთ, თუმცა მისნაცვლად ძღვენს სიმდიდრის ქალღმერთს – ლაკშმის წირავენ. თუმცა ყველა რეგიონში ადამიანები ერთმანეთს აუცილებლად „შუბხ ნაია ბარას“ უსურვებენ.

ჩინეთი

ახალი წელი ჩინეთში მხოლოდ ახალი მთვარის პერიოდში აღინიშნება. ამ დღეს ყველა ქუჩაზე სადღესასწაულო პროცესიები იმართება. ქალაქები ათასობით ანთებული ფარნით არის განათებული. აქა-იქ მაშხალების ხმა ისმის, ამგვარად ჩინელები ახალ წელში ბოროტ სულებს არ უშვებენ. შუაღამით ოჯახები სადღესასწაულო სუფრასთან იკრიბებიან და წარმოთქვამენ „ვო აი ნი“. ბავშვები კი თოვლის ბაბუასგან – შან დან ლაოჟენისგან საჩუქრებს იღებენ.

იაპონია

იაპონელები ახალ წელს ტრადიციულად 31 იანვარს აღნიშნავენ. ისინი ძველ წელს რესტორანში აცილებენ, ახალს კი საოჯახო წრეში ხვდებიან. ამ ხალხს ჯერა, რომ თუ ახალ წელს სიცილითა და ხმაურით შეხვდებიან, ეს მათთვისბედნიერების მომტანი იქნება. იაპონელების ნაწილი ახალ წელს ტაძარში იმისათვის მიემართება, რომ ყველაფერი ცუდი წინა წელში დატოვოს. საჩუქრებს იაპონიაში ოძი-სანა ( იაპონელი თოვლის ბაბუა) არიგებს. ახალ წელს კი იაპონელები ერთმანეთს „კურისუმასუ ომედეტო“ უსურვებენ.

  • ალბანური – Gëzuar Vitin e Ri (გლზუარ ვიტინ ე რი)
  • არაბული – Antum Salimoun (ანტუმ სალიმოუნ)
  • სომხური – Shnorhavor Nor Tari(შენორაავორ ნორ დარი)
  • ივრითი – L’Shannah Tovah Tikatevu (ლი შანნა ტოვა ტიკატევუ)
  • ინდონეზიური – Selamat Tahun Baru (სელამატ ტახუნ ბარუ)
  • მაკედონური – Srecna Nova Godina (სკეკნა ნოვა მეტუ)
  • ნორვეგიული – Godt Nytt Ar (გოდტ ნოტტერი)
  • პორტუგალიური – Feliz Ano Novo (ფელიზ ანო ნოვო)
  • რუმინული – An Nou Fericit (ან ნოუ ფერიკიტ)
  • თურქული – Yeni Yiliniz Kutlu Olsun (იენი იილინიზ კუტლუ ოლსუნ)
  • შვედური – Gott nytt аr (გოტ ნიტ ერ)
  • ესპერანტო – Felican Novan Jaron (ფელიკან ნოვან იარონ)

ახლა თქვენ მზად ხართ თქვენ ახლობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს ახალი წელი მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე მიულოცოთ.

და რაც მთავარია: გილოცავთ შობა-ახალ წელს!!!