უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილმის განცხადებით, ეკა ბესელიას გარიცხვასთან დაკავშირებით საუბარი დღევანდელ სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა. 

უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილმის განცხადებით, ეკა ბესელიას გარიცხვასთან დაკავშირებით საუბარი დღევანდელ სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა. რაც შეეხება კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზებს, როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორი მიზეზი დასახელდა.

“ორი მიზეზი დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთი მიზეზია პროცედურული დარღვევა მისი არჩევის დროს, რაზეც გაგა კახიანმა ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დაასახელა პოლიტიკური მიზეზი, რომ გედევან ფოფხაძის არჩევა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე შეუთანხმებელი იყო უმრავლესობასთან და ფრაქციასთან”,- განაცხადა ქუცნაშვილმა ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომის შემდეგ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან არ არის ფრაქციის წევრი. 

ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული. 

“ეკა ბესელია არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას და ყველამ მოვითხოვეთ, რომ მისი თანდასწრებით განვიხილოთ ეს საკითხები. პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ ეს საკითხი შეთანხმებული იყო აგვისტოს თვეში”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, გუნდში არა დაპირისპირება, არამედ აზრთა სხვადასხვაობა. 

“ჩვენ დემოკრატიული უმრავლესობა ვართ. რასაც თქვენ დაპირისპირებას ეძახით, ჩვენ ვეძახით აზრთა სხვადასხვაობას. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სანამ არ შემუშავდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კრიტერიუმები, იქამდე თავს შევიკავებ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობისგან. დემოკრატიული უმრავლესობა ვართ, ბატონმა ბიძინამ თქვა – ზაქარია ქუცნაშვილი არის ის კაცი, რომელიც ზოგჯერ არ იზიარებს მათ შორის მის შეხედულებებს. ზაქარია მშიშარა კაცი არ არის, მე ჩემი აზრი ყოველთვის მქონდა”,- განაცხადა ქუცნაშვილმა.
accent.com