გასული წლის ყველაზე სამარცხვინო ქმედება, რომელიც ყველაზე უარყოფითად მოქმედებს ტერიტორიული პრობლემის გადასაჭრელად.

წინა საარჩევნოდ გრძელდება ამომრჩევლისა და ჩრდილოელი მეზობლის ნერვებზე თამაში. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რა დავარქვა იმ ისტერიკას, რომელიც კონკრეტულად შიდა
ქართლში ხდება და რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ რუსეთს მოთმინების
ძაფი არ გაუწყდება. ის, რომ რუსეთს იწვევენ, ისე აშკარაა, რომ აქამდე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, ახლა კი ყველაფერი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, უკანალისკენ წავიდა.  მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ.

სოფელ ატოცთან გადმოწეული საზღვრის სანახავად ჯერ რიგითი მოქალაქეები ჩავიდნენ, შემდეგ _ არასამთავრობო სექტორი, მერე _ პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. სხვათა შორის, ქალბატონ სალომეს ატოცში, რუსი ჯარისკაცების ნაცვლად “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დახვდნენ და “უნამუსო ჩათლაშკა” უძახეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ზურაბიშვილის თანმხლებნი გულში მჯიღს იცემდნენ და რუსეთის ბაზებისკენ ხელებს შლიდნენ, ზურაბიშვილს საზღვრის პირობითი ზოლიც გადააკვეთინეს, _ აქაოდა, ნახეთ, ჩვენი კანდიდატი რა გამბედავიაო, მაგრამ, როცა სააკაშვილის ბიბლიოთეკის პიარმენეჯერმა ლანაღვინჯილიამ სალომეს თავზე “დაახურა”, გამბედაობა სადღაც გაქრა და ისინი, უბრალოდ, გაიძურწნენ.

აი, ამ ყველაფრის კულმინაცია სასაზღვრო ზოლთან “გირჩის” წარმომადგენელთა ჩასვლა იყო. კი არსებობდა ეჭვი, რომ თრიაქით ოფიციალურად გაბრუებული“ გირჩელები” რაიმე დიდ სისულელეს ჩაიდენდნენ, მაგრამ, თუ ასე“ გამოუკანალდებოდნენ”, ნამდვილად არავის ეგონა. მოკლედ, მივიდნენ  “გირჩის” “ვაჟკაცები” საზღვართან, ჩაიხადეს შარვლები და რუს ჯარისკაცებს შიშველი უკანალები მიუშვირეს. პერფომანსად მონათლულმა ამ პროვოკაციამ ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია “გირჩის”  მხარდამჭერებში, რომ ენა გადმოგდებულებმა და დუჟმორეულებმა ტაშიც დასცხეს, ხელებიც იქნიეს რუსების მხარეს და“ შარვალ ჩახდილები” დაუბრუნდნენ დედაქალაქს.

ეს ყველაფერი არ არის. პარალელურად სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზიებში ტრიალებს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი, პრაქტიკულად, აღიარებს, რომ 2008 წელს ომი თვითონ დაიწყო, ამასვე აღიარებს “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაიაც,რომელიც მაშინ სააკაშვილის წინააღმდეგ იბრძოდა და აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე იყო, ახლა კი სააკაშვილის გუნდის წევრია. ანუ, ცალკე “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, სალომე ზურაბიშვილს დაუმტკიცოს, რომ მის მიერ დაწერილი წიგნი ჰააგაში რუსებს მტკიცებულებად აქვთ ომის დაწყების თაობაზე, და ცალკე “ქართული ოცნება” ცდილობს, ომის დაწყებაში სააკაშვილი დაადანაშაულოს.

რა გამოდის?! წინა საარჩევნოდ, მეორე ტურში გადასული კანდიდატები იმაზე კი არ ზრუნავენ, მოსახლეობას თავიანთი საარჩევნო პროგრამა გააცნონ _ აუხსნან ამომრჩეველს, რის გაკეთებას აპირებენ და როგორ, არამედ იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომელს უფრო ეზიზღება რუსეთი. რატომღაც ორივე კანდიდატს ჰგონია, რომ, თუ რუსეთს უარყოფით კონტექსტში ახსენებს, ამით რეიტინგი მოემატება, რეალურად კი…

ატოცში გამართული “პერფომანსის”  შემდეგ “გირჩის” წევრებს საქართველოს მოსახლეობის თითქმის ასმა პროცენტმა დედა აგინა. შარვალჩახდილი და უკანალ გადმოგდებული კაცების ნახვამ ყველა გააღიზიანა. ეგ კი არა, ვინც  მანამდე ტაში დაუკრა,  იმათაც გაკიცხვა დაიწყეს: ეს რა წესია, ასე როგორ შეიძლებაო. “გირჩმა” ყველაფერი  საინტერესოდ ახსნა: ჩახდილი უკანალი თავისუფლების  სიმბოლოა, როცა შოტლანდიელები  ინგლისელებს ებრძოდნენ, მაშინ უჩვენებდნენ  უკანალსო.

ჯერ ერთი, შოტლანდიელების ეროვნული სამოსი კილტია და ბრძოლის დროს შეიძლება ისე აფრიალდეს, უკანალი კი არა, ყველაფერი გამოჩნდეს; მეორეც _ ეს ყველაფერი ერთ მხატვრულ ფილმშია ნაჩვენები და ისტორიული წყაროებით არ მტკიცდება; მესამეც _ როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, დიდგორის ბრძოლის წინ ქართველ მეომრებს რომ იგივე გაეკეთებინათ, რა მოხდებოდა და როგორ შევიდოდით ისტორიაში?!
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.