ორსულები და სოციალურად დაუცველები „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები მედიკამენტ “ტამიფლუს” უფასოდ მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100). სოციალურად დაუცველთა სტატუსის გადამოწმება კი სამინისტროს ბაზაში მოხდება.

ცნობისთვის, მედიკამენტის უფასოდ მიღებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ხვალიდან შეძლებენ.
info9.ge