“ჩვენი ჯარები გადიან, ისინი სირიას დატოვებენ, არ მინდა, რომ ოპონენტებმა იცოდნენ, ზუსტად როდის მოხდება ეს”, – განაცხადა პომპეომ.
მან დასძინა, რომ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის ქმედებების წინააღმდეგ კამპანიას გააგრძელებს.
სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ დონალდ ტრამპმა 19 დეკემბერს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სამხედროებმა თავიანთი დანიშნულება შეასრულეს და ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” დაამარცხეს.
30 დეკემბრის ღამით კი, თურქულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირია დატოვა 50 სამხედროსგან შემდგარმა ბატალიონმა.
აშშ-ის მიერ აღნიშნული გადაწყვტილების გამოცხადების შემდეგ, თურქეთმა განაცხადა, რომ სირიაში ქურთებისა და ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელების დაგეგმვას იწყებს, თუმცა ერდოღანისა და ტრამპის საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ეს გეგმა გადაიდო.
ipress.ge