იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომგედევან ფოფხაძის ფრაქციიდან გაწვევა რეგლამენტის უხეში დარღვევით მოხდა და მამუკა მდინარაძემ კანონი დაარღვია.

“დღეს რაც მოხდა ფრაქციის მხრიდან , იყო პოლიტიკური შეცდომის გარდა, ძალიან უხეში დარღვევა რეგლამენტის. კომიტეტის თავმჯდომარის არჩეული პირველი მოადგილის გედი ფოფხაძის უკან გაწვევის უფლება ფრაქციას არ ქონდა. მდინარაძემ უხეშად დაარღვია კანონი. გაგა კახიანი დუმს ამაზე ???” – წერს ეკა ბესელია თავის სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ   ფრაქციის სხდომაზე, ფრაქციის წევრებმა გედევან ფოფხაძის კანდიდატურა იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს.

„ფრაქციამ ამ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოფიციალურად მე გამომიწვიოს იურიდიული კომიტეტიდან, შესაბამისად, მე არ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში. ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება და ფრაქციის ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებას ნამდვილად არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, ვინ სად იქნება პირველი მოადგილე, თავმჯდომარე, არამედ ის თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, ეს არის პრინციპული, თორემ გედი ფოფხაძე თუ საერთოდ არ იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ipress.ge