ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.
“თუ ვინმეს უნდა წარმოაჩინოს, რომ მე თანამდებობა მინდა, ეს ასე არ არის. მე ვიყავი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველი მოადგილე და ის დავტოვე და მერე დავაყენე კანდიდატურა იურდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეობაზე, ეკა ბესელიამაც დატოვა თანამდებობა. ამოცანა არის ის, რომ იურიდიული კომიტეტი იქცეს იმ რგოლად, რომელიც გამჭვირვალედ, ყველასათვის თვალსაჩინოდ განიხილავს მოსამართლეების კანდიდატებს და უღირსი ადამიანი ვერ გახდება თქვენი შვილის მომავლის განმსაზღვრელი. ეს არის ჩენი ამოცანა. თუ ვინმეს უნდა ეს სხვანაირად წარმოაჩინოს, ის უკვე უღირსად იქცევა.
მგონია, რომ ვინც ხელს შეუწყობს ამას, ზარდიაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ჩინჩალაძეების და მურუსიძეების გამოსამართლებას უზენაეს სასამართლოში, მურუსიძე გასაგებია ქვედა რგოლში დაინიშნა, მაგრამ ესეც ხარვეზი იყო და სილა იყო, იმ ფონზე რაც ჩვენ გავაკეთეთ. თუ ვინმე ხელს შეუწყობს, მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკურად დაასრულებს თავის თავს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მე მიმაჩნია რომ ამ თემებზე საჯაროდ უნდა ვისაუბროთ, მზად ვარ ჩემ კოლეგებთან ერთად ასეთ ფორმატში ვისაუბრო. მე არ ვარღვევ არანარ კოლეგიალურობას, პირიქით, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ “ქართული ოცნების” სახე გადავარჩინო. იგივეს აკეთებდა ეკა ბესელია, როდესაც არ დაუშვა სესიაზე გამოსულიყო ეს სია და თავისი კოლეგები ჩაეყენებინა უხერხულ მდგომარეობაში.
ჩვენ ვთავაზობთ “ქართულ ოცნებას”, ეს არ იქცეს პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებად.
“ქართულ ოცნებაში” არიან ადამიანები, რომლებიც ამ სიას უჭერენ მხარს, ეს ნათელია და რა თქმა უნდა, ვანო ზარდიაშვილი მიდიოდა, მოდიოდა, ვიღაცეებს ნახულობდა, რომ ამ სიისთვის ლობირება გაეწია.
სამწუხაროდ, მისი მისიაა, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ლობისტი იყოს. ამ სიას პარლამენტში მხარდამჭერები გამოუჩნდებიან, მაგრამ მე მგონია, რომ თუ” ქართულ ოცნებას” რამე ეშლება, პირველ რიგში ჩვენი ვალდებულებაა, მათი ვისაც გვიბრძოლია რომ “ქართული ოცნება” ყოფილიყო ხელისუფლებაში, ამაზე ვილაპარაკოთ”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში”.
ცნობისთვის, 2018 წლის 24 დეკემებერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა (სია)
ჩვენ გვქონდა დღეს პოლემიკა, ბატონ ბიძინას დავუტოვებ შესაძლებლობას თავისი სათქმელი თვითონ თქვას, მე ძალინ მინდა, ქართული საზოგადოება არ გააწბილოს ბიძინა ივანშვილმა(პარტია “ქრთული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე) ძალიან მინდა ამ ადამიანმა გამონახოს ის გზა, რომელიც ხალხისთვისაც იქნება მისაღები და საქმესაც არ დააზარალებს.
მე მგონია, რომ ამის სწორი არჩევანია, სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეებთან გამომშვიდობება. თუ რამე კარგი გაუკეთეს ქართულ საზოგადოებას, მადლობის გადახდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მათთის ყველაზე მაღალი, მე-3 ინსტანციის უზენაესი სასამართლოს ჩაბარება არ იქნება ასწორი. იმედი მაქვს, ბატონი ბიძინა გამონახავს ამ რესურსს. მე სხვების იმედზე ყოფნა არ მჩვევი და მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო…”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიოს
ცნობისთვის, 2018 წლის 24 დეკემებერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა (სია)
თუ დღის წესრიგში დადგება ჩემი დახვრეტა მე მაინც გავაგრძელებ ამ პროცესში მონაწილეობას”, – ასე უპასუხა საპარალემტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსის” წამყვანის კითხვას იმაზე თუ დადგება მისი და ბესელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი, ისევ გააგრძელებს უზენაესის მოსამართლეების პროცესში მონაწილეობას?
“მე გამოვრიცხავ იმას, რომ ამ თემაზე უკან დავიხიო. ეს არ არის რაღაცა შუალედური საკითხი, რომელზეც შეიძლება დავსხდეთ და ვთქვათ, რომ მოდი ამაზე მოვილაპარაკოთ, მე რაღაცას დავთმობ. ქვეყნის მომავალს ვერ დავთმობ. ეს არც მეკუთვნის და არც მაქვს ამის უფლება.
ჩვენ მეორე ტურში სოფელ-სოფელ დავიარეთ და ხალხს მივმართეთ, ხალხო დაივიწყეთ და ისევ გვერდში დაგვიდექით. იმ ხალხთან რა მორალით და სინდისით უნდა გვქონდეს კიდევ საუბარი?!
ეკა ბესელიას პოზიციაც იგივეა, რაც არ უნდა დააბრალონ და რა შავი პიარიც არ უნდა აუგორონ. მე და ბესელია ამაზე 6 წლის წინ შევთანხმდით, მეგობარს არ ვაკადრებ რომ ინფორმაცია კიდევ გადავამოწმო. ამ 6 წლის განმავლობაში არც მე მიღალატია ბესელიასთვის და არც მას უღალატია ჩემთვის. ვიღაცას ჰგონია, რომ სიბინძურე არგუმენტია ჩვენს წინააღმდეგ, ვარწმუნებ ვიღაცებს რომ ტყვიაც არ არის არგუმენტი ჩვენს წინააღმდეგ”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ გადაცემაში “360 გრადუსი”.
ფოფხაძე: თუ უზენაესის მოსამართლეობის სიას ვინმე მწვანე შუქს აუნთებს, მას საზოგადოება წითელს აუნთებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.
“ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ვთქვით რომ მე მიმაჩნია ეს სია არის გამოძახილი სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე ბნელი მხარის. ეს არის სააკაშვილის სასამართლო ხელისუფლება.
სააკაშვილმა დაგვიტოვა ეს ყველაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა სია მას არ შეუდგენია. სია შეადგინა იუსტიციის საბჭომ 6 წლის თავზე მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა წააგო არჩევნები და შეადგინა იმ მიზნით, რომ მესამე რგოლი სასამართლო სისტემის ჩააბაროს ამ ადამიანებს.
ამ სიას მწვანე შუქს ვერავინ აუნთებს, გეუბნებით დარწმუნებით. თუ ვინმე მწვანე შუქს აუნთებს ვინმე, იმას წითელს აუნთებს ქართული საზოგადოება. არ შეიძლება პირველი ტურის შემდეგ ხალხი დავარწმუნოთ რომ შევიცვლებით და ხალს დავუახლოვდებით, ხოლო საახალწლოდ ჩინჩალაძე და მურუსიძე დავუდოთ ხალხს საახალწლო სუფრაზე. ეს თემები უნდა გამოვიდეს საჯაროდ, მზად ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად ასეთ ფორმატში ვისაუბრო”
ფოფხაძე: თუ უზენაესის მოსამართლეობის სიას ვინმე მწვანე შუქს აუნთებს, მას საზოგადოება წითელს აუნთებს
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.
ipress.ge