ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაპირისპირება „ნამდვილად არ არის პიროვნული ხასიათისა“ და სათავეს იღებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ქვეყნის რეალური მმართველის დაშვებული შეცდომებიდან, რაც იმიგრაციის, ანტიდისკრიმანციული კანონის, ნარკოპოლიტიკის თუ არაერთი სხვა „გამანადგურებელი ჭირის“ სახით „ახრჩობს“ ქვეყანას, ამ ვითარებაში კი ლევან ვასაძე ამბობს, რომ არ მოერიდება ბიძინა ივანიშვილთან თუ სხვებთან „უმწვავეს დაპირისპირებას“, რადგანაც ხედავს, რომ ივანიშვილის პოლიტიკა „ვნებს ჩემს სამშობლოს“.

ლევან ვასაძისთვის კატეგორიულად მიუღებელია ირანელების, თურქების და აფრიკული სახელმწიფოების მოქალაქეთა მასობრივი შემოდინება ქვეყანაში და მათთვის ბინადრობისა თუ მოქალაქეობის უკანონოდ მინიჭება – ის უკონტროლო იმიგრაცია, რომელიც მისი გადმოსახედიდან საშინელ პერსპექტივას უსახავს საქართველოს და „თუ ჩვენი სახელმწიფოს ამჟამინდელი მმართველი [ბიძინა ივანიშვილი] რამეს რადიკალურად და სასწრაფოდ არ შეცვლის, ქართველები მალე უმცირესობაში აღმოვჩნდებით და დარჩენილი მოსახლეობა განარკომანებული, კაზინოებზე დამოკიდებული და ვალებში ჩამხრჩვალი საცოდაობა იქნება“.
აღნიშნული პერპსექტივის გამო, ვასაძე ხელისუფლებისაგან მოითხოვს ირანთან უვიზო მიმოსვლის დაუყოვნებლივ შეჩერებას და საქართველოში მცხოვრები ირანელებისა და სხვა უცხო სახელმწიფოების მოქალაქეთათვის ბინადრობის მოწმობების გაცემის შეჩერებასა თუ ჩამორთმევას.
„რაღა ჯანდაბა „ქართული ოცნება“ ხარ შენ?! შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის ოცნება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არა“ – აცხადებს ლევან ვასაძე, რადგან თვლის, რომ ივანიშვილს 6-წლიანი მმართველობის პერიოდში საერთოდ არაფერი გაუკეთებია „ქვეყნის მთავარი ოცნების ასახდენად – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად“.
„ბიძინასთან ჩემს სამწუხარო დაპირისპირებას რომ დავუბრუნდეთ, უპირველესად ვიტყოდი, რომ იგი „ნამდვილად არ არის პიროვნული ხასიათისა. რიდის გამო არ ვამბობ, რომ მე მას მაინც პატივს ვცემ, სააკაშვილის მოშორებისა და ქველმოქმედების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე დავერიდები მასთანაც და ნებისმიერთანაც პოლემიკასა და უმწვავეს დაპირისპირებას, როდესაც ვხედავ, რომ ის ვნებს ჩემს სამშობლოს. ნარკოტიკებზე უკვე ბევრი ვთქვი, მაგრამ მე ასევე მწვავედ განვიცდი, რომ კაცი ქვეყანას მართავს და ვერ ან არ იმჩნევს, რომ სწორედ მისი მმართველობის პერიოდში წაილეკა ქვეყანა ირანელებით, თურქებით და აფრიკელებით. მერამდენეჯერ ვამბობ, რომ ჩვენი ერი ამ ქვეყნების კულტურას დიდ პატივს სცემს, მაგრამ ეს იმ პირობით, თუ ისინი ჩვენ ქვეყანას არ წალეკავენ უკონტროლო იმიგრაციით, რომელიც, როგორც ეს ჩანს, საერთოდ არ ადარდებს ბატონ ბიძინას. პირიქით, ჩვენ ირანთანაც და თურქეთთანაც კეთილმეზობლობის სტრატეგიული საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი, მაგრამ იმიგრაციის გამო შექმნილი უახლესი ვითარება ძალიან გვიშლის ამაში ხელს, რადგანაც სახეზეა არაკეთილმეზობლობა ამ ორი, აღორძინების გზაზე დამდგარი შიიტური და სუნიტური იმპერიის მხრიდან, არამედ შეჯიბრება მათ შორის, ვინ დაასწრებს ერთმანეთს საქართველოს დათრევას და ჩაყლაპვას, ან ერთმანეთში გაყოფას და ამ თვალსაჩინო მიმდინარე კატასტროფის ფონზე, ჩვენი ხელისუფლების მუნჯური დუმილი ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე.

საოცარი სურათი გავქვს, სანამ ბატონი ბიძინა თავის შუშის სასახლეში ზის და მოჭარბებულ დემოკრატიაზე გვიყვება რაღაცას და გვპირდება, აწი მაცალეთ, მომავალი 4 წელი მაგარი იქნებაო, ჩვენ აღარ ვიცით, რომელ ერთ გამანადგურებელ ჭირს ვებრძოლოთ – ანტიდისკრიმინაციული კანონის შედეგად მიღებულ მამათმავლების მონოპოლიას ქართულ ტელევიზიაში, რომელიც ტაშ-ფანდურობს და არ იმჩნევს ქვეყნის მოახლოებულ გაუპატიურებას?! ჩვენი ახალგაზრდობის ნარკომანიზაციას და ვიზა-ლიბერალიზებულ ევროპაში 250 000 მათგანის ერთგან, ამასწინეებზე გადინებას?!, რის შედეგადაც კაცი აღარ დარჩა ქვეყანაში, რომ მეურნეობას მიხედოს; ოჯახების აზარტულ თამაშებში ქონების წაგებას?! მათ მევახშეებს და უკვე მევახშეებისაგან არაფრით განსხვავებული ქართული ბანკებისაგან ამოხრჩობილ ვალს?! თუ ჩვენი პოლიტიკოსების დაპირებას, რომ თურმე საქართველოს გარეთ დაგვასაქმებენ; თუ მითიური ევროინტეგრაციის ჰიპნოზის დროს ჩვენს ერთდროულ ირანიზაციასა და თურქიზაციას?! ჩვენი ერი იღუპება და მალე აღარ იქნება, თუ რამე არ შევცვალეთ სწრაფად და რადიკალურად. თავისით არაფერი არ გამოსწორდება და არ მოგვარდება…

თუ ჩვენი სახელმწიფოს ამჟამინდელი მმართველი რამეს რადიკალურად და სასწრაფოდ არ შეცვლის, ქართველები მალე იმ ჩვენი იმერელი ტაქსისტის მიერ გალახული ირანელის თქმის არ იყოს, უმცირესობაში აღმოვჩნდებით და დარჩენილი მოსახლეობა განარკომანებული, კაზინოებზე დამოკიდებული და ვალებში ჩამხრჩვალი საცოდაობა იქნება, ნაცვლად 5.2 მილიონიანი ინდუსტრიალიზებული, განათლებული, მაძღარი და უვალებო ერისა, რომელიც საზიზღარმა საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვა, რომელსაც მე და ჩემი თანატოლები ასეთი გააფთრებით ვებრძოდით და რომლის დაშლასაც მე პირადად დღემდე არ ვნანობ, თუმცა არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ ის თავისით დაიშალა, ჩვენი მსხვერპლის მიუხედავად, ჩვენ კი ამ 30 წლის განმავლობაში ლურსმან-ლურსმან დავშალეთ ჩვენი ინდუსტრია და ისეთი პოლიტიკოსების კალეიდოსკოპია ავირჩიეთ, რომლებმაც ქვეყნის მოსახლეობა გაძარცვეს, ციხეებში ამოალპეს და ახლა განარკომანებას და საბოლოო გარყვნას უპირებენ“, ამბობს ლევან ვასაძე.
Guardian.ge
blogeri: giorgi frangishvili.