საქართველოში ცხოვრება ისე ძვირდება, რომ არსებობაც კი შეუძლებელი ხდება

2018 წლის დეკემბრის თვეში ინფლაციამ 0,5%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 1,5 % შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით გაძვირდა: ხორცი (4,5%), თევზეული (11%-თ), პური (8,8%-თ), თამბაქოს ნაწარმი (8,1%-თ), სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტები, ელექტროენერგია და ა.შ.

ფასები წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე გაიზარდა 3,1%-თ. შესაბამისად გაიზარდა ფასები წყალმომარაგებაზე (7,7%), ელექტრო- და გაზმომარაგებაზე (2,9%).

ჯანდაცვა: ფასები გაიზარდა 2,9%-თ. გაძვირდა მედიკამენტები, აპარატურა და მოწყობილობები (4,0%), სამედიცინო მომსახურება (3,4%) და საავადმყოფოების მომსახურება (1,1%).
infonevs.ge