პარიზში ყვითელჟილეტიანებმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქცია სამართალდამცავებთან შეტაკებით დასრულდა. დამწვარია რამდენიმე ავტომობილი, ნავი და მოტოციკლი. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. არიან დაკავებულებიც.

აქციის მონაწილეთა ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციაში შეჭრას შეეცადა. აქტივისტებმა შენობაში შესაღწევად სამშენებლო ტექნიკა გამოიყენეს. ამის გამო შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი გვერდით მდებარე სასტუმროში გადაიყვანეს.

აქციებს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი. მან ძალადობა დაგმო და მომიტინგეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კვირას გამართულ მიტინგებში სულ 55 000 ადამიანი მონაწილეობდა.

მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციები საფრანგეთში ნოემბერში დაიწყო. თავდაპირველად აქტივისტები საწვავის ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კი მათი პრეზიდენტ მაკრონისგადადგომა მოითხოვეს.

ავტორი – ლევან ახალაია. 1tv.ge