ლუგარის ლაბორატორიის შესახებ – მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, აცხადებს საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ჯეფრი სილვერმანი

სწორედ სილვერმანმა „გახსნა თემა” პირველმა, პირველმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამერიკელების აშენებულ ბიოლაბორატორიაში საშიში ექსპერიმენტები ტარდება.

Sputnik-თა ექსკლუზიურ ინტერვიუში სილვერმანმა განაცხადა, რომ დღესაც თავის მოსაზრებაზეა – ლაბორატორია საშიშია.

– ეთანხმებით იგორ გიორგაძის განცხადებებს?

– მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ძალზე ზედაპირულია, მხოლოდ ერთი მიმართულებაა. მაგრამ აშშ-ის მთავრობა, სამხედროები, სამხედრო-საზღვაო ძალები უფრო სერიოზულად მუშაობენ.

© PHOTO: NCDC

გიორგაძემ თბილისის ლუგარის ცენტრიდან სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა

ბევრი რამის თქმა მოგვიწევს. ექსპერიმენტული პროგრამა მუშაობს ქუთაისშიც. იქ მუშაობენ შავ ჭირზე, ანტიბიოტიკების ექსპერიმენტულ პროგრამაზე. მიმდინარეობს კვლევები ახალი სახეობების ვირუსების, ბაქტერიების მიმართულებით. თბილისის ცენტრში კი, სააკაძის მოედანზე არის ინსტიტუტი, ე. წ. “ბაქტერიოფაგი”. ყველა აშშ-ის სამხედრო პროგრამასთან არის დაკავშირებული.

მთავარია ლუგარის ლაბორატორია, მაგრამ კვლევები მხოლოდ აქ არ ტარდება. ექსპერიმენტულ ვაქცინებს ქართველებზე ცდიან.

– რა მტკიცებულებები გაქვთ?

– 2014-2015 წლებში ვატარებდი კვლევებს და წარვადგინე ყველა შემუშავებული საკითხი, მაქვს ყველა დოკუმენტი, ოქმი.

ლაბორატორიის კონტრაქტებს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები კურირებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლაბორატორია არ იყო აშენებული საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით. მისი აშენება აიძულეს. როცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან ადამიანები აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათ გახსნეს ჩემოდანი და თქვეს: „აი, კონტრაქტი. მოაწერეთ ხელი”.

ბევრი მისაუბრია იმ ადმაიანებთან, რომლებიც იქ მუშაობდნენ. მათ გადმომცეს დოკუმენტები. ასევე დამეხმარნენ მშენებლები, რომლებიც მონაწილეობდნენ ლაბორატორიის მშენებლობაში. ერთ-ერთმა ინჟინერმა ლაბორატორიის არქიტექტურული გეგმა გადმომცა. ასევე დამეხმარა კონტაქტები აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებთან. ასე რომ, ბევრი წყარო მყავს, მაქვს ძალიან ძლიერი აკადემიური წარსული, რომელიც დოკუმენტების გაანალიზების საშუალებას მაძლევს.

© PHOTO: NCDC

ლუგარის ლაბორატორია

– რატომ სწორედ საქართველო? რატომ შეარჩია აშშ-მა საქართველო ლაბორატორიის მშენებლობისთვის?

– პირველი: გათვლილი ჰქონდათ, რომ ქართული საზოგადოება კითხვებს არ დასვამდა. მეორე: აქ სტრატეგიული ადგილმდებარეობაა, ირანთან, რუსეთთან, ახლო აღმოსავლეთთან სიახლოვის ჩათვლით, ქვეყნებთან, რომლებიც ახლა აშშ-ის ინტერესების სფეროშია.

და აქ ამერიკელებს რაც სურთ, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რადგან საქართველომ ბაქტერიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის რატიფიცირება არ მოახდინა. მას არ ჰქონდა ბიოლოგიური იარაღი, მაგრამ ჰქონდა კვლევითი ობიექტები ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, რომლებიც განსაკუთრებით საშიში პათოგენების საცავების ფუნქციას ასრულებდნენ.. როცა კავშირი დაიშალა, ეს საქართველოს დარჩა.

ამერიკელებმა თქვეს, რომ მოვიდნონენ და დაიცავდნენ, რომ პათოგენები „ცუდ ხელში” არ მოხვედრილიყო. ამგვარად, საქართველო დიდი ლაბორატორია გახდა.

– თქვენი მონაცემებით, რამდენი ბიოლაბორატორიაა საქართველოში?

– ლუგარის გარდა, არის თბილისის ელიავას ცენტრი, ლაბორატორია ქობულეთში, სადაც ბრიტანეთის ტავდაცვის სამინისტროს კონტროლით შავ ჭირს სწავლობენ. არის კიდევ დაახლოებით 11 პატარა ლაბორატორია და ყველა ერთმანეთთან არის შეერთებული.

– რა დონისაა ეს ლაბორატორიები? უზრუნველყოფილია თუ არა უსაფრთხოება, რომ მასალების გაჟონვა გამოირიცხოს?

– ლუგარის ლაბორატორიის გარდა ყველას მეორე დონე აქვს. ლუგარის ლაბორატორიას – მესამე, მაგრამ მას ბიოლოგიური დაცვის მეოთხე, უმაღლესი დონე BSL-4 უნდა ჰქონდეს.

© PHOTO: NCDC

სკანდალური ლაბორატორია: რატომ უთხრა უარი თბილისის ბიოლაბორატორიამ რუსულ მასმედიას

ლუგარის ლაბორატორიაში ორი ნაწილია. ერთში ქართველებს არ უშვებდნენ, იქ ამერიკელები მუშაობდნენ.

რაც შეეხება უსაფრტხოებას, არის კიდევ შენობის საკითხი. მშენებლობა მიმდინარეობდა დარღვევებით. არასორადაა აშენებული, არასწორადაა დაყენებული ვენტილაციის სისტემა. შემდეგ დაახლოებით სამჯერ ლაბორატორიას რეკონსტრუქცია და რემონტი ჩაუტარეს. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ ორი-სამი წლის წინ ორი ფილიპინელი მუშა გოგირდმჟავას გაჟონვის გამო გარდაიცვალა.

კიდევ ვიცი, რომ ამ ლაბორატორიაში არის კრემატორიუმი. ეს, სხვათა შორის, ტავდაპირველად გეგმაში არ იყო. რას წვავენ ამ ღუმელში?..

გსმენიათ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკზე, იოზეფ მენგელზე? მენგელს რომ ასეთი ლაბორატორია ჰქონოდა, უბედნიერესი ადამიანი იქნებოდა.

ამერიკელებს აქვთ არა მხოლოდ ლაბორატორია, მათ აქვთ მთელი ქვეყანა – საქართველო, რომელიც მოსიარულე ლაბორატორიაა.

– როგორ გახდით სააკაშვილის მრჩეველი?

– სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას კარგი მეგობარი ვიყავი. მან მთხოვა, მიშას დავხმარებოდი ჯორჯ სოროსისადმი წერილის დაწერაში. ის წერილში წერდა, რომ კარგი დემოკრატია და ფული სჭირდება, რომ ყველაფერი შეცვალოს.

– ამჟამად რას საქმიანობთ?

– ვხელმძღვანელობ გაზეთის „ვეტერანები დღეს” ადგილობრივ ბიუროს… ასევე, ვასწავლი და… კარტოფილი მომყავს.

ერთ ადგილას მუდმივად არ ვცხოვრობ. ვმოძრაობ თბილისსა და კახეთს შორის, სულ სხვადასხვა ადამიანებთან ვჩერდები.

Sputnik-Georgia.com. blogeri: giorgi frangishvili.