გრიპით შეშინებული ხალხი უფრო იოლი გასაბრიყვებელია – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გრიპის ეპიდეემიის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნშნულ თემას რუსულ პროპაგანდას უკავშირებს.

“როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა:

1. გაჩნდა გრიპის ეპიდემია (როგორც ყოველ წელს) – რეალურად.

2. რეალურმა ფატალურმა შემთხვევებმა შექმნა მცირე პანიკა.

3. პანიკაზე ყურები ცქვიტეს რუსეთის სპეცსამსახურებმა და გააღვიძეს თემა, რომელსაც კარგა ხანია ამუშავებენ – ლუგარის ლაბორატორია!

4. შეიქმნა მითი – ამერიკელები ლუგარის ლაბორატორიში დამზადებული გრიპის ვირუსით გვხოცავენ ჩვენ და მართლმორწმუნეებს.

5. ვინ შეჭამს? ვიღაც ხომ შეჭამს, რა მნიშვნელობა აქვს. გრიპით შეშინებული ხალხი უფრო იოლი გასაბრიყვებელია. პანიკა შეთქმულების თეორიებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. ტროლებს და თვითგამოცხადებულ “უფლებადამცველებს” პოლიტიკოსებიც აყვებიან და ბადეში რამდენიმე თევზს კიდევ მოიყოლებენ – ან უკვე მოყოლილებს გაუმყარებენ რწმენას, რომ დასავლეთი ცუდია.”-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
Marchalpres.ge