უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საპატრიარქო საკუთარ პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს
“სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას. როდის იქნება განხილვა, არ ვიცი”, – აღნიშნა მეუფე შიომ.
სტამბოლში უკრაინისთვის ტომოსის მინიჭების ცერემონია გაიმართა. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მსოფლიო პატრიარქმა ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტი უკრაინის ეკლესიის მეთაურს ეპიფანეს გადასცა.
accent.com
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი