“2013 წლიდან დღემდე ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანმა სასამართლო სისტემაში სრული გავლენა ხელახლა დაიმკვიდრა და გაიმყარა. ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილის რეჟიმისაგან განსხვავებით, ისინი ბევრად კომფორტულ გარემოში აღმოჩნდნენ. “- პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მოვლენებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.
162Shares
“ადეიშვილის ფაქტორი აღარაა. სააკაშვილის ფაქტორიც აღარაა! თუმცა, ყველა ხელისუფლებას აქვს ცდუნება,- ჰქონდეს შესაბამისი მაკონტროლებელი გავლენა სასამართლოზე და არც უამისობაა. შესაბამისად, რეჟიმის მოსამართლეებს აუმაღლდათ თვითშეფასების განცდა და მოთხოვნების მასშტაბიც გაზარდეს.
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით მოსამართლეების უვადოდ გამწესება კონსტიტუციით გახდა დაცული, რასაც პირადად მე საკონსტიტუციო განხილვებისას საჯაროდ ვაპროტესტებდი. კარგი იქნებოდა, მაშინ აღემაღლებინათ ხმა უმრავლესობის დეპუტატებს. მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ტიპის, გამოცდილების, მემკვიდრეობის სახელმწიფოში მოსამართლეების დანიშვნა უვადოდ არ უნდა ხდებოდეს. ხალხს უნდა დარჩეს საშუალება, – გამოიწვიოს, შეცვალოს, გადაირჩიოს. იყო საპირისპირო არგუმენტი, რომ უვადოდ არჩევა მოსამართლეებს სტაბილურობის განცდას შეუქმნის და ეს მართლმსაჯულებაშიც შესაბამის ობიექტურობასა და სტაბილურობას განაპირობებს. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, ასევე, უკიდეგანოდ გაიზადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები. გამოვიდა, რომ ხელში შეგვრჩა სახელმწიფო სახელმწიფოში.
მაშინვე ითქვა, რომ საკამათო ფაქტორები საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა დარეგულირებულიყო, მაგრამ პარლამენტს ჯერ ამ ცვლილებებზე მსჯელობა არ დაუწყია. ამასობაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაფიოზურ ჯგუფს ემსგავსება, რომელიც არა თუ არ ითვალისწინებს საზოგადოების ნებას, არამედ ცინიკუად აცხადებს, რომ მოსამართლეების წარმოდგენილი სია არ შეიცვლება. თუ ასეა, ახლა ვნახოთ, შეიცვლება, თუ არა!
ვაგრძელებ!”-წერს ირმა ინაშვილი.
ipress.ge