ვინ უპირისპირდება “ოცნებიდან” ეკლესიას, რა პროცესები მიდის მმართველ გუნდში, რა დაუჯდა“გირჩის” გადმობირება ივანიშვილს, რას უპირებს მას “ოცნების” ერთ-ერთი დაჯგუფება, რა კავშირი აქვს არეულობასთან სალომე ზურაბიშვილს? – ამის შესახებ “ახალთაობას” “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.
– რამდენიმე კვირის წინ თქვენ “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადეთ, რომ კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძე-ზარდიაშვილის ჯგუფი პარლამენტში გადატრიალებას გეგმავს. ეკა ბესელიას გადადგომა არის თუ არა კავშირში იმ პროცესებთან, რომლებზეც თქვენ საუბრობდით?
– ბიძინა ივანიშვილს პროცესების მართვის სადავეები ხელიდან გაექცა– “ქართული ოცნების” გუნდში სრული ქაოსია დაწყებული. ქაოსია როგორც საპარლამენტო გუნდში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამას ემატება ისიც, რომ მმართველი პარტია უკვე ღია დაპირისპირებაში შევიდა ქართულ ეკლესიასთან.
ის ქაოსი, რომელმაც მთელი ხელისუფლება მოიცვა, გარდაუვალი იყო. სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის წამოყენება და შემდეგ მისი გაპრეზიდენტება უკვალოდ არ ჩაივლიდა და არც ჩაიარა. ეს ქალი “ოცნებაში” ყველასთვის მიუღებელი იყო.
– თუ მიუღებელი იყო, რატომ დასახელდა მისი კანდიდატურა?
– ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ახირება. ამ ახირებამ მმართველ გუნდში ქაოსი და დაძაბულობა მოიტანა. მინისტრთა კაბინეტი მთლიანად გამოსულია მამუკა ბახტაძის კონტროლიდან. გიორგი გახარიას მთავრობაში ცალკე ავტონომია აქვს შექმნილი.
– რას ნიშნავს ცალკე ავტონომია აქვს შექმნილი?
– ის არავის არ ემორჩილება და ქვეყნის ფაქტობრივი პრემიერიც გახარიაა. რაც შეეხება ოფიციალურ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს, ისე კონომიკური საკითხების გადაწყვეტით არის დაკავებული. საკადრო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მას აკრძალული აქვს. გახარიას გარდა, მთავრობაში არის კიდევ ერთი, სოზარ სუბარის დაჯგუფება. ეს უკანასკნელი ისე აკონტროლებს გუბერნატორებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ბახტაძესთან კონსულტაციებსაც კი არ გადის. რაც შეეხება “ოცნების” საპარლამენტო გუნდს, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ აქ რამდენიმე დაჯგუფებაა. ისინი ერთმანეთს უფრო დაუნდობლად ებრძვიან, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას.
ნაციონალური მოძრაობის პირდაპირი გაგრძელებაა კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის დაჯგუფება. ისინი ადრეც ნაციონალებთან იყვნენ ბმაშიდა ეს ბმა დღემდე გრძელდება.
მე წინა ინტერვიუში ყკვე გითხარით, რომ თალაკვაძე ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი
alia.ge