1)ყველა ვთანხმდებით, რომ მსგავსი ტიპის ლაბორატორია უნდა იყოს ყველა განვითარებულ თუ განვითარებაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში, მით უმეტეს, ისეთი სამეცნიერო ისტორიის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
2)ეს ლაბორატორია (მემკვიდრე) დაარსებულია ”რუსების” მიერ(სსრკ) და რუსებს ვერავინ ასწავლის რა სიკეთის და ბოროტებსი ჩადენა შეიძლება მსგავსი ტიპის დაწესებულებებში
3) ის, რომ ლაბორატორია მოქმედებდა სსრკ პერიოდში არ ნიშნავს, რომ მაშინ მხოლოდ ბოროტებას ჩადიოდა ეს დაწესებულება.ასევე.. ახლა როდესაც ახალი ”პატრონი” ამერიკა ჰყავს არ ნიშნავს, მხოლოდ სიკეთე მძვინვარებს.
4) მსგავსი ტიპის დაწესებულებისადმი ყოველთვის (!) იარსებებს ეჭვი..ამიტომ მისი ხელმძღვანელები უნდა სარგებლობდნენ საზოგადოებაში მაღალი მორალური რეპუტაციით და პრინციპულობით (პროფესიონალიზმი და მსგავსი ”სერთიფიკატები” არასაკმარისია სრულიად)
5)ნუ ლანძღავთ თანამემამულეებს იმის გამო, რომ აქვთ გარკვეული ეჭვები..ნუ ეძახით ერთმანეთს გონებაჩლუნგებს და რუსეთის აგენტებს! მეორე უკიდურესობაა სრულიად მაქსიმალური და ”უმწიკვლო” ნდობა.
6) ნუ შევიბურებით მიამიტი, ინფანტილური ”სიამაყით” რომ მეზობლებს და ვიღაცეებს შურთ ჩვენი…რა უნდა შეშურდეთ? 4, 5 მილიონიდან 2 მილიონზე რომ ჩამოვედით და სავსეა ნაგავსაყრელები მშიერი ბავშვებით და მოხუცებით? (შესაშური იმათ აქვთ, ვინც 5 მილიონიდან 12 მილიონი გახდა და ისეთი სამეცნიერო ცენტრები გახსნა არც დაგვესიზმრება კაი 30 წელი)
7)და ბოლოს…თუ რომელიმე ტოქსიკოლოგი გეტყვით, რომ არ იცის როგორ მოწამლოს ადამიანი, არ დაუჯეროთ!” წერს ბლოგერი ნუციკო
intermedia.ge
Home მეცნიერება
მეცნიერებაპოლიტიკასხვადასხვაყველარა საიდუმლოს ინახავს ლუგარის ლაბორატორია?
Jan 23, 2016
5826
საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის სამინისტროებს შორის 2002 წელს გაფორმდა შეთანხმება “ტექნოლოგიისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უკავშირდება ბიოლოგიური იარაღის განვითარებასა და ამ სფეროში ინფორმაციის გაუვრცელებლობას”. შემდგომში ამან განსაზღვრა ორ ქვეყანას შორის ამ სფეროში თანამშრომლობა და 2011 წელს თბილისთან, საერთაშრისო აეროპორტთან ახლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია) შეიქმნა. ამ წლების განმავლობაში აღნიშნული ცენტრის ასაგებად ამერიკულმა მხარემ, სხვადასხვა ინფორმაციით, $300 მილიონამდე ჩადო. თავად ცენტრს ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელი ეწოდა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის შექმნასა და განვითარებაში.
მიხეილ სააკაშვილი
ლაბორატორიის გახსნა ზარ-ზეიმით აღნიშნა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ობიექტის მუშაობა საზოგადოებისგან დახურულ რეჟიმში წარიმართა. ლაბორატორია ვანო მერაბიშვილსდაექვემდებარა ჯერ შს მინისტრის, შემდეგ კი პრემიერის რანგში. გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლამდე ლაბორატორიაში არც ერთი ქართველი მეცნიერი არ შესულა და დღემდე უცნობია, რა კვლევები ტარდებოდა იქ, ან საერთოდ მოქმედებდა, თუ არა ობიექტი.
2012 წლის ბოლოს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისა და კოალიაცია “ქართული ოცნების” მოსვლის შედეგად, ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. მაშინ დღის წესრიგში “ლუგარის ლაბორატორიის” დახურვის საკითხი დადგა. თუმცა, ან ამერიკული მხარის ჩარევის, ან საკითხის დეტალურად განხილვის შედეგად, 2013 წლის 7 მაისს, საქართველოს მთავრობის № 422-ე განკარგულებით, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი დაიხურა, ხოლო მთელი მისი ქონება გადაეცა ლ.საყვარელიძის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური საქმეების სამინისტროში ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა.
სენატორები ნანი და ლუგარი
ცნობილია, რომ ნანის და ლუგარის ერთობლივი საფრთხის შემცირების ხელშეწყობის პროგრამა აშშ-ს კონგრესმა ოცი წლის წინ დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს ბირთვული და ქიმიური განიარაღების საქმეში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დახმარებას. ბიოსამედიცინო სფეროში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციის განხორციელება საქართველოში 2011 წელს დაიწყო და ამ პროგრამის ფარგლებში აშენდა 22 ლაბორატორია, აქედან 11 ექვემდერბარება ჯანდაცვის სამინისტროს, დანარჩენი სოფლის მეურნეობის სამინისტროს (22-დან 6 არის ე.წ. მეორე დონის, დანარჩენი 16 პირველი დონის).
ლაბორატორიის ქონება აშშ-ს კუთვნილებად რჩებოდა, მაგრამ, როგორც ოფიციალური ინფორმაციით ვგებულობთ, 2015 წლის ბოლომდე ყველა იურიდიული პროცედურის გავლით ქონება ქართულ მხარეს გადასცეს. მართალია ამერკული მხარე ლაბორატორიის დაფინანსებას კვალაც განაგრძობს, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ლაბორატორიას სახელმწიფო ბიუჯეტიც აფინანსებს, ხოლო 2018 წლიდან საქართველოს მთავრობა მთლიანად იქნება პასუხისმგებელი ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებასა და ფუნქციონირებაზე.
ლაბორატორიაში უახლესი, თანამედროვე ტექნიკით მიმდინარეობს მავნე და განსაკუთრებით საშიში დაავადებების ბაქტერიებისა და შტამების შესწავლა-ანალიზი. საკვლევი ნიმუშები სპეციალურ ოთახში, სამაცივრო კონტეინერებში -80 გრადუს ტემპერატურაზე ინახება, რაც გამორიცხავს აღნიშნული ბაქტერიების გარემოში მოხვედრას და გარემოს დაინფიცირებას.
ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღძვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორია არის ბიოუსაფრთხოების ე.წ. მესამე დონის ლაბორატორია (საქართველოში და რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალი დონის), სადაც არსებობს საშუალება ბიოსამედიცინო სფეროს ყველა მიმართულებით ჩატარდეს კვლევები, ეს არის ვირუსულოგია, მიკრობიოლოგია, ქსოვილოვანი კულტურები.
“საქართველოში პირველად არის შესაძლებელი გენომის კვლევა, მათ შორის, როგორც ვირუსების, ისე მომავალში ადამიანის გენის კვლევაც მოხდება. ამ ლაბორატორიაში შესაძლებელია იმ დაავადებების კვლევაც, რომლებიც ცხოველებიდან ადამიანზე გადადის. ასევე განსაკუთრებით საშიში ინფექციების კვლევა, რადგან მთელს რეგიონში. ლაბორატორიას აქვს საშიში პათოგენების საცავი, სადაც 70 წლის განმავლობაში აღმოჩენილი შტამები ინახება”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე და ადასტურებს, რომ ლაბორატორიას აქვს მცირე ზომის ცხოველებზე ახალი მედიკამენტების გამოცდის შესაძლებლობაც.
მისივე ინფორმაციით, აშშ-ს გარდა ლაბორატორია თანამშრომლობს ევროპის სამეცნიერო უნივერსიტეტებთან: თანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული ოსლოს, ფლორიდის, მერილენდის, ემორის, ჯონ ჰოპკინსის, არიზონას უნივერსიტეტბთან, ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსიტუტთან და სხვ. ლუგარის სახელობის ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების საკითხებში რეგიონული ტრენინგ-ცენტრის ფუნქციასაც იტვირთებს. ლაბორატორიაში მომუშავე 50-მდე ქართველ მეცნიერმუშაკს შორის 6 ამერიკიელი მეცნიერია.
საქართველოში მოქმედი ქართულ-ამერიკული ლაბორატორიის საქმიანობა აშფოთებთ რუსეთის ფედერაციაში და არ გამორიცხავენ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის აბრის მიღმა, ბიოიზოლაციის უმაღლესი დონის ლაბორატორია იმალებოდეს, რომელიც განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებს სწავლობს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიური ცდების ჩატარებას.
ჯეფრი სილვერმანი
ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა ამერიკელი ჟურნალისტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველის ჯეფრი სილვერმანის მიერ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულმა ინტერვიმ. კერძოდ, სილვერმანმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ მსგავსი ლაბორატორიების შექმნა მიზნად ისახავს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციისთვის გვერდის ავლას. „ლუგარის ლაბორატორია აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. ბომბების ჩატვირთვასა და იქიდან ვირუსების სხვა ობიექტებზე გადატანას დიდი დრო არ დასჭირდება,“ – განაცხადა მან.
რამდენჯერმე ჩატარებული მედიატურის მიუხედავად (მათ შორის რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებისთვის), პერიოდულად ჩნდება გარკვეული ვარაუდები და ეჭვები. კითხვის ნიშნები აქვთ არასამთავრობო სექტორშიც.
Dalma News შეეცადა გაერკვია, რა შესაძლო საფრთხეს უქმნის ლუგარის ლაბორატორია საქართველოს და მთლიანად რეგიონს. გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი მიიჩნევს, რომ ლაბორატორიის მიმართ ეჭვები თავად ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა დათესა, როდესაც 2011 წელს ლაბორატორია პომპეზურად გახსნა და იგი აშშ-ს უდიდეს სამხედრო დახმარებად შეაფასა. ეჭვის საფუძველს იძლეოდა ისიც, რომ სამედიცინო ლაბორატორიის ხელმძღვანელად დანიშნეს დაზვერვის ყოფილი შეფი ანა ჟვანია.
ნანა დევდარიანი
“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან ბევრი ასეთი ლაბორატორიული ბაზა გაცამტვერდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში უკვე ისეთი მდგომარეობა იყო ქვეყანაში, რომ ამ ლაბორატორიების ტერიორიებიც აღარ იყო დაცული. გაპარტახდა ყველაფერი, ბუნებრივია დადგა ლაბორატორიების წესრიგში მოყვანის აუცილებლობა. მეორეს მხრივ ნაკლებად დასაჯერებელია $300 მლნ თავისი ინსტერების გათვალისწინების გარეშე გამოჰყოს. თავის დროზე ორი ამერიკელი სენატორის ლუგარისა და ნანის ეს პროექტი ეფუძნებოდა იმას, რომ მეცნიერები არ ჩამდგარიყვნენ ისეთი ქვეყნების სამსახურში, რომლებსაც შეეძლოთ ბირთვული და ბაქტეოროლოგიუტი იარაღი ეწარმოებინათ. მაგრამ, ეს საბჭოთა კავშირის დაშლიდან იმდენი წლის შემდეგ მოხდა, რომ თუ რამის გაჟონვა შეიძლებოდა, ალბათ გაჟონავდა კიდეც. სააკაშვილს სჩვეოდა ყველაფერი საიდუმლოების საფარში გაეტარებინა”, – მიაჩნია ნანა დევდარიანს.
Dalma.nevs