უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ ტომოსის მიღებით ბოლო გზა დაანგრია, რომელიც მას მოსკოვთან აკავშირებდა. ამის შესახებ “112 Украина” წერს.
“ჩვენი, უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალიის შექმნა – ეს ჩვენი დამოუკიდებლობის გირაოა. ეს – ჩვენი სულიერი თავისუფლების საფუძვლის საფუძველია. ჩვენი დავანგრიეთ ბოლო გზა, რომელიც ჩვენ მოსკოვთან გვაკავშირებდა, მის ფანტაზიებთან, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან”, – აცხადებს პოროშენკო.
მან აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ უკრაინელების სხვა ოცნებებიც ახდება.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი მიიღო. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი გადასცა კიევის ახალ მიტროპოლიტს, ეპიფანეს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს 5 იანვარს, სწორედ სტამბოლში მოაწერა ხელი.
15 დეკემბერს კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. მათ საფუძველზე შექმნილი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეკუთვნის. ახალი ეკლესიის მიტროპოლიტი გახდა 39 წლის ეპისკოპოსი ეპიფანე.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მკაცრად აკრიტიკებს გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ.
ipress.ge