დავით ბაქრაძე: უკრაინელ მორწმუნეებს ნამდვილად ეკუთვნით ავტოკეფალური ეკლესია

უკრაინელ ხალხს, უკრაინულ ეკლესიას, უკრაინელ მორწმუნეებს ნამდვილად ეკუთვნით დამოუკიდებელი და ავტოკეფალური ეკლესია, ამიტომ მე მინდა მათ ნამდვილად მივულოცო ეს ძალიან სერიოზული მოვლენა”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ უკრინულ სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს არ მიულოცა.

“რაც შეეხება ქართული ეკლესიის პოზიციას, რთქმაუნდა საბოლოო ვერდიქტი უკრაინის ეკლესიის ცნობასთან და მილოცვასთან დაკავშირებით უნდა ჩამოაყალიბოს ჩვენმა ეკლესიამ, წმინდა სინოდმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები იქნება გააზრებული, იქნება მოფიქრებული და იქნება ისეთი რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესსაც და კანონიკურ კანონმდებლობასაც”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ipress.ge