თუ ქართული ოცნება მხარს დაუჭერს 9 წლიანი სისხლიანი საქმის მოსამართლეებს, ჩემი ადგილი იქ არ იქნება- ეკა ბესელია ოცნებას ტოვებს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მისი გუნდი, უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების არსებულ სიას დაუჭერს მხარს, ის მათ გვერდით აღარ იქნება.

„უზენაესი სასამართლოს უვადოდ მოსამართლეები თუ არ შეირჩევა დამოუკიდებლობის, პროფესიული და სანდოობის პრინციპით შერჩეული, თუ პარლამენტი და ჩვენი პოლიტიკური გუნდი მხარს დაუჭერს, იმ მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის და ადეიშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ჩემი ადგილი არ იქნება ამ ადამიანების გვერდით. ესაა წყალგამყოფი.“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
nevs.coa