რუსი ჯარისკაცის ჩექმა ქართულ მიწაზე 2019 წელს აღარ იყოს“ – გრიგოლ ვაშაძემ მოსახლეობას შობა ატოციდან მიულოცა

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას შობა ატოციდან მიულოცა.

გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად ატოცთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს შეხვდა. მან ატოცში მყოფებს მადლობა გადაუხადა:

„მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით იმ სოფლებს, რომლებიც ოკუპაციის ხაზთან იმყოფებიან, მინდა შობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო და გულწრფელად ვუსურვო, რუსი ჯარისკაცის ჩექმა ქართულ მიწაზე 2019 წელს აღარ იყოს და საშუალება მიეცეს ყველას ვინც აქ ცხოვრობს, თავის სალოცავებში წინაპრების საფლავებზე და იმ მიწაზე მივიდნენ,რომელიც უკვე 3000 წელიწადია ქართული არის“- განაცხადა ვაშაძემ.
nevpost.ge