გიორგი კვირიკაშვილის პირადი ცხოვრების უცნობი დეტალები, რომელიც ახლახანს გავრცელდა

“მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე ვე­ცა­დე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი” – პრე­მი­ე­რის პოსტზე გა­ტა­რე­ბუ­ლი 2 წლი­სა და 7 თვის შემ­დეგ, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი 13 ივ­ნისს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა.ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე, კვი­რი­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სრუ­ლი­ად და­ფა­რუ­ლი იყო. 2018 წლის იან­ვარ­ში ჟურ­ნალ OK-ს სა­ა­ხალ­წლო ნო­მრის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ის პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­და ისეთ პი­რა­დულ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ბავ­შვო­ბა, სტუ­დენ­ტო­ბა, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი, პრო­ფე­სია, მშობ­ლე­ბი, მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი…
გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს OK-ს   ნომ­რი­დან:
“დიპ­ლო­მი­ა­ნი ექი­მი გახ­ლა­ვართ. არ ვიცი, რა­ტომ ავირ­ჩიე სა­მე­დი­ცი­ნო, არა­ვინ მყო­ლია ექი­მი, თა­ნაც რთუ­ლი იყო ჩა­ბა­რე­ბა, კო­რუფ­ცი­აც იყო და სხვაც. ერთი გა­მოც­დით მოვ­ხვდი, რად­გან ოქ­როს მე­და­ლი მქონ­და კო­მა­რო­ვის სკო­ლი­დან. პირ­ვე­ლი ბარ­დე­ბო­და ფი­ზი­კა. მა­შინ და­ნიშ­ნეს სა­გა­მოც­დო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რედ გია მა­ჩა­ბე­ლი. ნამ­დვი­ლად სა­მარ­თლი­ა­ნი გა­მოც­და იყო. დავ­წე­რე, ხუ­თი­ა­ნი მი­ვი­ღე და ჩა­ვი­რი­ცხე. ეს დიდი ამ­ბა­ვი იყო. 6 კურ­სი ვის­წავ­ლე, მერე ერთი წელი ინ­ტერ­ნა­ტუ­რა­ში, თა­ნაც 2 წელი ჯარ­ში გა­ვა­ტა­რე და 9 წელი გა­მო­მი­ვი­და სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში… პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ვა­ბა­რე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტის და­უს­წრე­ბელ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე. 
..სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი­დან დამ­რჩა დიპ­ლო­მი და მე­უღ­ლე, მაკა ცი­ნა­ძე, რო­მე­ლიც ჩემს კურ­სზე, ჩემს ჯგუფ­ში სწავ­ლობ­და. ინ­სტი­ტუტს ვამ­თავ­რებ­დი, რო­დე­საც დავ­ქორ­წინ­დით. ჩემ­მა ცოლ­მა წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ამ­თავ­რა სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი, მერე ორ­დი­ნა­ტუ­რა კარ­დი­ო­ლო­გი­ის გან­ხრით და მერე ოჯახს მი­უ­ძღვნა თავი. როცა იყო უშუ­ქო­ბა, სი­ცი­ვე, სრო­ლა, ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით სამი შვი­ლით, პირ­ველ სარ­თულ­ზე. სა­წო­ლე­ბი ისე გვედ­გა, ტყვია რომ შე­მო­ვარ­დნი­ლი­ყო, ვინ­მეს არ მოხ­ვედ­რო­და. მძი­მე დრო იყო, მაგ­რამ როცა ახალ­გაზ­რდა ხარ ყვე­ლა­ფერს უძ­ლებ. გა­მოც­დი­ლე­ბით კი არა, გუ­მა­ნით ხვდე­ბი რა და რო­გორ. წინ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაქვს, ე.ი გაქვს იმე­დი.
– რო­გო­რი ბავ­შვო­ბა გქონ­დათ?
– ბავ­შვო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. კარ­გი ბავ­შვო­ბა მქონ­და. ერ­თად ვცხოვ­რობ­დით დიდი ბე­ბია, ბე­ბია, დედა, მამა და ორი შვი­ლი, სა­მო­თა­ხი­ან “ხრუშ­ჩოვ­კა­ში”. ბე­ბია იყო მა­თე­მა­ტი­კის ცნო­ბი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში. მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლიც მან მომ­ცა, თვი­თონ მას­წავ­ლი­და, ღა­მის 2 სა­ა­თამ­დე მეჯ­და და მა­მე­ცა­დი­ნებ­და.
მამა ეკო­ნო­მის­ტია. დედა იყო ფი­ლო­ლო­გი, დოქ­ტო­რი, ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი­სა და ლა­თი­ნუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი. სი­მონ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის მო­წა­ფე. მისი საქ­მის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი. მისი შრო­მის შე­დე­გია ბი­ზან­ტი­ურ-ქარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ლექ­სი­კო­ნი. ექ­ვსი ათა­სი გვერ­დია, დე­და­ჩე­მის ხე­ლით ნა­წე­რი, რა თქმა უნდა, კო­ლე­გე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად დე­და­ჩე­მის ხე­ლი­თაა და­წე­რი­ლი. ბავ­შვო­ბა­ში ჰო­რა­ცი­უ­სის ოდებს მას­წავ­ლი­და ლა­თი­ნუ­რად. იტა­ლი­ა­ში რომ გვქონ­და ვი­ზი­ტი, ერთ-ერთი ოდა გა­მახ­სენ­და და დიდი გა­ო­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია, როცა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე წარ­მოვ­თქვი. ისე­თი ტან­ჯვით მქონ­და ნას­წავ­ლი, რომ 50 წლის კაცს მახ­სოვს. სა­ძი­ნე­ბე­ლი მე და ჩემს ძმას დე­და­ჩე­მის კა­ბი­ნეტ­ში გვქონ­და. გა­მო­ტე­ნი­ლი იყო წიგ­ნის თა­რო­ე­ბით და ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის, მწერ­ლე­ბის სუ­რა­თე­ბით.
გიორგი კვირიკაშვილი ამერიკაში ყოფნისას მიკროეკონომიკის ლექციას იხსენებს, როცა გამოცდილმა ლექტორმა უმნიშვნელო მექანიკური შეცდომით ფორმულა ამოხსნამდე სწორად ვერ მიიყვანა, მიზეზი მან კარგად იცოდა: ,, ვუთხარი, აი, მეორე დაფაზე აბსოლუტური მაჩვენებლის ნიშანი რომ მოაშორეთ, მინუსი უნდა დაგეწერათ-მეთქი. კურსელებმა შემომხედეს, ეს ვინ არისო, რომელი ქვეყნიდან არისო? მაშინ მთელმა კურსმა გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი.“
დღეს, უკვე მსოფლიომ იცის რომ ის საქართველოდანაა.

http://timenews.ge