მოგეხსენებათ, ქარელის რაიონ სოფელ ატოცში 6 ნოემბერს დაწყებული ბორდერიზაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ს აქტივისტების მიერ იქნა შეჩერებული.
უკვე 2 თვეა ჩვენ ვიმყოფებით ატოცში 24 საათიან რეჟიმში და ბორდერიზაციის პროცესი გაყინულია.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რუსებმა შეცვალეს ტაქტიკა და იწყებენ მოსამზადებელ სამუშაოებს სოფ წნელისში, რომელიც ამავე რაიონის სოფელია და ატოციდან დაახლოებით 20კმ ში მდებარეობს.
გუშინ ოკუპანტების მიერ მოხდა სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მაცხოვრებლის დაკავება, რომელიც სანადიროდ იყო გამოსული. მას წაართვეს იარაღი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, აუკრძალეს მოცემულ მონაკვეთზე გამოჩენა, რის შემდეგადაც გამოუშვეს.
წყაროს ცნობით, ტერიტორია მონიშნულია და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დაიწყება მავთულხლართების გავლება.
ჩვენ ვაპირებთ ჩავიდეთ ადგილზე და გავერკვიოთ დეტალებში, რის შესახებ აუცილებლად შევატყობინებთ საზოგადოებას.
ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ამ ახალ ლოკაციაზეც შევაფერხოთ ჩვენი მიწა-წყლის მცოცავი ოკუპაცია.
#ძალაერთობაშია!
#ბრძოლასყოველთვისაქვსაზრი” – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.