პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზღვარს გადადის და თუ უკვე სინოდის საქმეებში აპირებს ჩარევას, მაშინ თმების მოშვებას, ჯობია წვერი მოუშვას, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, „ქართული ოცნებიდან“ 2018 წელს გარიცხულმა დავით ჭიჭინაძემ.„კობახიძე საერთოდ, მე ვფიქრობ, ზღვარს გადადის. გუშინწინდელი მისი განცხადება, რომ თურმე საპატრიარქოსთან ერთად უკრაინის ავტოკეფალიის საკითხებს განიხილავს ეს ადამიანი, მე ვფიქრობ, საკმაოდ ერევა მას უკვე ვექტორები, სად შეიძლება მისი ჩარევა და სად არ შეიძლება და, თუ უკვე სინოდის საქმეებში აპირებს ჩარევას, მაშინ თმების მოშვებას, ჯობია წვერი მოუშვას ამ ადამინმა“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
http://guardian.ge