ქალაქში ეპიდემია მძვინვარებს, ვირუსებს გვიყრიან იმ დასაწვავი ლუგარის ლაბორატორიიდან“

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა, გავრცელებულ ვირუსებთან დაკავშირებით, “ინსტაგრამზე” პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ქალაქში ეპიდემია მძვინვარებს და მოსახლეობას ამის შესახებ არაფერს ეუბნებიან.

”ქალაქში ეპიდემია მძვინვარებს.. საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის… ვინმემ ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება, რა ვირუსებს გვიყრიან იმ დასაწვავ ლუგარის ლაბორატორიიდან! ისიც არ იციან, რა ვირუსია და როგორ ვებრძოლოთ!”- წერს ხატია სიჭინავა.

შეგახსენებთ, თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორია, რომელიც ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით აშენდა და საქართველოს საკუთრებაა, რუსეთის პროპაგანდის და ოფიციალური პირების თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. რუსეთი აცხადებს, თითქოს ეს ლაბორატორია აშშ-ს ეკუთვნის, სადაც ადამიანებზე სასიკვდილო ექსპერიმენტებს ატარებენ.

ქართულმა მხარემ აღნიშნული ბრალდება არაერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ ლაბორატორიის საქმიანობის ძირითადი სფერო ქვეყანაში გავრცელებული ბაქტერიებისა და ვირუსების შესწავლას მოიცავს.
2020nevs.ge